•14•

477 33 24
                                    

*Nessa's POV*

სახლში დაბრუნებულებს, სახლიდან ტირილით გამოვარდნილი ლეა შეგვხვდა.
-ლეა-დავუყვირე, მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია.
-დაანებე თავი-მითხრა ჰარიმ-ალბათ იგივე ამბავი გაიგო, რაც შენ.-თავი დავუქნიე და
სახლში შევყევი. უცებ ჰარიმ ხელი დამიჭირა.
-ადი და ამოვალ-მითხრა და მაკოცა.
-მაგრამ მეე..
-ადი და ამოვალ-გამიმეორა უცნაურად მკაცრად, ასერომ დავემორჩილე და ზევით ავედი.
ვკვდებოდი ისე მაინტერესებდა ქვევით რა მოხდებოდა, მაგრამ მორჩილად შევედი ოთახში და ჰარის ამოსვლას დაველოდე.

-ჰეი გაიღვიძე-მანჯღრევდა ჰარი-ლეა დაბრუნდა.
-რამდენი ხანი მეძინა.
-15 წუთი ალბათ.
-ქვევით რა მოხდა?-ვკითხე და ინტერესით აღსავსე მზერა მივაპყარი.
-არაფერი, ზეინს ველაპარაკე.
-და რაუთხარი?
-ნეს მისმინე. ცუდად არ გამიგო, მაგრამ ზეინის გადმოსახედიდან მოსმენილი ეგ ამბავი სულ სხვანაირად ჟღერს.
-რას გულისხმობ?
-ანუ ზეინისაც მესმის, ხვდები?
-ვერა.
-მისთვის კარგი უნდოდა. ჩათვალა, რომ ლიამი ვეღარ გაიღვიძებდა, არ უნდოდა, რომ დატანჯულიყო.
-სრულ აფსურდს რო მელაპარაკები ხვდები ახლა? დამპირდა ხელს არ ვახლებო. დამპირდა და პირობა დაარღვია მაშინ, როდესაც გავაფრთხილე, მისი დარღვევის შემთხვევაში სამუდამოდ დამივიწყებ-მეთქი.
-მე ნუ მეჩხუბები ნეს.
-მაშინ იდიოტიზმს ნუ მიმტკიცებ. არანაირად არ ყოფილა ამ შემთხვევაში ზეინი მართალი.
-არ გეუბნები, რომ მართალი იყო, მაგრამ ხომ იცი არა, რომ ცუდი განზრახვით არ გაუკეთებია არა?
-მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.-აღარაფერი უპასუხია, საწოლზე ზურგით დაწვა რა ხელები თვალებზე აიფარა. მეც ავდექი და ლეასთან გავედი. მისი ოთახის კარი რომ შევაღე ზეინი დავინახე, საწოლზე იჯდა და ლეას რაღაცას უხსნიდა. ლეას მის მუხლებზე ედო თავი და ზენს სახეზე ეფერებოდა. რომ დამინახეს ალერსი შეწყვიტეს და ორი წყვილი თვალი ჩემკენ მომართეს.
-დაგვტოვე-ვუთხარი ზეინს.
-ნეს..
-დაგვტოვე-მეთქი. შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ-ზეინმა ამოიოხრა და წამოდგა, შუბლზე უნდოდა აშკარად კოცნა, მაგრამ ახლოს არ მოვუშვი და თავი გამოვწიე.
-ნესა-ახლა ლეამ დაიწყო ლაპარაკი.
-აპატიე?
-ყველაფერი ამიხსნა.
-რაო რაგთხრა, მისთვის კარგი მინდოდაო? და შენც აპატიე?
-ნესა! ზეინი უკვე წლებია მიყვარს, არ შემიძლია მას ზურგი ვაქციო. ის ჩვენზე არანაკლებ ცუდადაა. შენ გგონია არ ნანობს? შენ გგონია სინდისი არ აწუხებს? მთელი ცხოვრება იდარდებს ამაზე. მან ლიამისთვის კარგი გააკეთა და თავისი ცხოვრება გაიუბედურა. რანაირად ხარ ამდენად ეგოისტი ვერ ვხვდები. რანაირად შეგიძლია მასზე ასე იფიქრო.
ზეინს რამდენი რამ გაუკეთებია შენთვის. იცი რომ სამყაროს ურჩევნიხარ. გიჟდება შენზე და ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ შენ ბედნიერი გნახოს. რანაირად შეგიძლია ასე ესაუბრო და გული ასე ატკინო! ლიამი მარტო შენ არ დაგიკარგავს. ზეინმაც დაკარგა, მეც დავკარგე, მაგრამ თუ ერთად არ ვიდგებით, მალე ერთმანეთსაც დავკარგავთ. ის შენი ძმაა ნესა. არ შეიძლება ასე მოქცევა. ყოველი შენი უხეშად ნათქვამი სიტყვა გულს სტკენს. ნუ იქცევი ისე, თითქოს ზეინს გრძნობები არ გააჩნდეს. ნანობს რც გააკეთა, მაგრამ მისი ეს გადაწყვეტილება ლიამისთვის იყო კარგი. სხვებზეც უნდა იფიქრო ნესა.. მხოლოდ შენი პრინციპების გამო, ზეინი არ უნდა დაკარგო.
-რა მარტივად ხედავ ამ ყველაფერს-ვუპასუხე და ოთახიდან გამოვედი, მასთან კამათის თავი არ მქონდა, მაგრამ ნაწილობრივ მის სიტყვებზე დავფიქრდი და გადავწყვიტე ზეინთან ასე უხეშად აღარ მელაპარაკა.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now