•10•

540 40 17
                                    

*Nessa*

-არც კი ვიცი რა უნდა გიპასუხო-ვუთხარი და გამეცინა. გაკვირვებულმა შემომხედა.-ჰარი, წეღან თავს ვირწმუნებდი, რომ შენს მიმართ გრძნობები არ მქონდა და დავიფიცე რომ აღარ მივცემდი ჩემს თავს იმის უფლებას, რომ შენსმიმართ გრძნობები დამბრუნებოდა... ღმერთოჩემო, ისეთი არეული ვარ, სისულელეებს ვბოდავ. ამაზე დაულაგებელი წინადადება, ცხოვრებაში არ მითქვამს.. ო ღმერთო-ამოვიოხრე და შევხედე. გაეღიმა და მომიახლოვდა. ხელი ხელზე მომკიდა, შემდეგ კი აიღო და ნაზად მაკოცა.
-მისმინე. შეგიძლია იფიქრო რამდენი ხანიც გინდა. დაგელოდები პატარავ. ანუ მართლა არასდროს არ მეგონა, უფროსწორად ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ეს დღე დადგებოდა და გრძნობებში გამოგიტყდებოდი. მიყვარხარ ნესა, მართლა ძალიან მიყვარხარ.-ანუ რეალურად, მართლა დარეტიანებული ვიდექი და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მეპასუხა ბიჭისთვის, რომელიც ამდენი ხანი მიყვარდა (თუ მიყვარს). შემეძლო მიმეცა ერთი შანსი და ორივეს ბედნიერად გაგვეგრძელებინა ცხოვრება. კი, ნამდვილად შემეძლო. მაგრამ ზეინი? ზეინმაც იცის რომ მიყვარდა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჰარის წასვლა ვერგადავიტანე, უფროსწორად ძალიან რთულად გადავიტანე (და წარმოდგენაც კი არ მაქვს დაშორების შემდეგ რა დამემართება) ამიტომ შეიძლება გაბრაზდეს. მაგრამ თუ ლეას დავალაპარაკებთ, შეიძლება მარტივად გამოვძვრეთ. მართლა ძალიან აბნეული ვარ და ვერ ვხვდები რა უნდა ვქნა. თუ ერთად ყოფნაზე დავთანხმდები, მაშინ ცოტა ხნით ზეინისგან დამალვა მოგვიწევს, იქნებ საერთოდ არაფერი გამოგვივიდეს, და ტყუილად რატომ ვანერვიულო. მაგრამ თუ არ დავთანხმდები, ახლა გრძნობებში გამოაშკარავებულებს, ერთმანეთთან ხშირი უხერხული მომენტები შეგვექმნება. უკვე ტვინი ამტკივდა.
-ნეეეეეეს-შემანჯღრია ჰარიმ და როდესაც თვალები რამდენჯერმე სწრაფად დავაფახურე, განაგრძო-ჩაფიქრებისდროს ყოველთვის შეშდები?
-დაახლოებით-საფეთქელი დავიზილე და გავხედე. მიღიმოდა, მაგრამ სუსტად.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now