•9•

521 38 13
                                    

*Nessa*

*რამდენიმე საათით ადრე*

როგორც კი ჰარის გამოვეცალე, მაშინვე "მასთან" წასვლა გადავწყვიტე. მის სახლს მივუახლოვდი და ზარი დავრეკე. არავინ მიპასუხა.
კიდევ ერთხელ დავრეკე და ბოლოს კარი აბურძგნულთმიანმა და წელსზემოთ შიშველმა ბიჭმა გამიღო. წარბი ავუწიე და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე.
-შემოდი ნესა-მითხრა და გატრიალდა, მაგრამ უცებ შეჩერდა, ნელი მოძრაობით დატრიალდა და თვალებ გაბრწყინებულმა შემომხედა-მოიცა ნესაააააააა?! აქ რას აკეთებ ლამაზოოო-ორივე ხელი მაჯებში მტაცა და მის სხეულს ამაკრო.
-მომენატრე ლუი-ხელები მოვხვიე.
-მეც მომენატრეეე-მითხრა და საკოცნელად დაიხარა, მაგრამ ხელით შევაჩერე
-უკვე გავიზარდეთ ლუი, და ამ სისულელეებს თავი დავანებეთ.
-უი ხო მართალი ხარ, იმდენი ხანია არ მინახიხარ, სულ გადამავიწყდა.-ამოიხითხითა- ისე კარებში რატომ ვდგავართ, შემოდი.-მითხრა და ხელით მისაღებისკენ მიბიძგა. ჩვენი "საყვარელი" დივნის დანახვაზე, თვალები ავატრიალე და გამეცინა.
-რა გაცინებს დებილოო-მითხრა ლუიმ და თვითონაც გადაიხარხარა.
-რა სულელები ვიყავით, არა?!
-ზედმეტად სულელები ვიყავით. მაშინ თავებში არცერთს არაფერი არ გვეყარა.
-ნამდვილად ლუ ნამდვილად.
-გახსოვს, ერთხელ ლიამი რო დაგვადგა?-მითხრა და უფრო ხმამაღლა ახარხარდა. ლიამის გახსენებაზე მოვიღუშე.-ისე რამდენი ხანია არ შემხმიანებია. როგორაა ეგ გამოსირებული. ერთი არ უნდა მომიკითხოს რა. მაგ ბარში გააფუჭეთ სულ, ადრე სულ ჩვენთან იყო, ბარის გახსნის შემდეგ კი, მის გარეთ აღარ დამინახავს-არმინდოდა მისთვის ტკბილ მოგონებებში ჩამე*ვა, მაგრამ ახლო მეგობარი იყო და უნდა სცოდნოდა.
-ლუი.
-ხო ლამაზო.
-ლიამი, აღარ არის.
-ცოტა იყო და გათავდა? თუ რანაირად აღარ არის.
-ლუი ის მკვდარია.
-მოიცა რა?-გაიღიმა, მაგრამ ჩემი სერიოზული და ცრემლიანი სახის დანახვაზე ღიმილი ადგილზე შეახმა.-მკვდარია?
-ჰო.
-ეს... ეს როდის მოხდა.-პირზე ხელი აიფარა და მომუშტა.
-ორი თვის წინ.
-აქამდე რატო არ ვიცოდი-ამოიხავლა და ნაწყენმა შემომხედა.
-არვიცი ლუ, მეგონა გითხრეს.
-ღმერთო. რანაირად?
-ბართან, ჩიხი რომ არის, მანდ უჩხუბია, დეტალურად მეც არვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თავში ორი ტყვია ჰქონდა, ხოლო ფილტვი დანით დაზიანებული.
-და ვერ გადაარჩინეს..
-ანუ, 16 საათი ვიცდიდით, რომ გაგვერკვია, ტვინი მოკვდა თუ კომაში იყო, შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ მისი ტვინი მოკვდა და გამოღვიძებას ვეღარ მოახერხებდა, ანუ როცა ტვინი მკვდარია...
-ვიცი ნესა-გამაწყვეტინა-სამედიცინოზე ვსწავლობ.
-ჰო, ბოდიში. ნუ მოკლედ ასე თქვეს, რომ გაღვიძებას ვერ მოახერხებდა, მაგრამ სიცოცხლით, იცოცხლებდა.
-აპარატიდან გამოაერთეს?
-არა.
-არა?
-არ მივეცი უფლება, მისი სიცოცხლე დროზე ადრე დაესრულლებინათ. მოკლედ, საღამოს ექიმმა დამირეკა, და მითხრა, რომ ლიამს გული გაუჩერდა.
-მანამდე რა გითხრა იცოცხლებსო?
-ჰო, მინიმუმ ორი თვე უნდა გაეძლო წესით.
-და უცებ დაგირეკა და გითხრა, რომ გული გაუჩერდაო?
-კი.
-ორგანიზმზე რა გითხრა?
-მეუბნებოდა, რომ ძალიან ძლიერია, იბრძვის და მისი ორგანიზმის დონორად გამოყენება გვინდაო.
-და უარი უთხარი.
-რათქმაუნდა უარი ვუთხარი.
-მაშინ აქ ნამდვილად სხვა ამბავია.
-სხვა ამბავი?
-ნესა დაფიქრდი. როგორც მითხარი, ექიმმა გითხრა, რომ საკმაოდ ძლიერი ორგანიზმი აქვს. ნუ ქონდა. ტვინი მოკვდა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ეგეთ სიცოცხლეს რა ვუთხარი მე. მის დონორად გამოყენებაზე და აპარატიდან გამორთვაზე ხელი არ მოაწერე, ცოტახანში კი გირეკავს, და გეუბნება, რომ გული გაუჩერდა. რამე უცნაურობას ვერ ამჩნევ?
-ღმერთო, ამაზე როგორ არ დავფიქრდი, მაგრამ მას ხომ არ ქონდა ლიამის ჩვენგარეშე გამოერთების უფლება.
-არა არ ქონია, მაგრამ შენ ზეინს ლეას და მამამისს გქონდათ. და ვინაიდან და რადგანაც მამამისი აქ არ არის...
-და მან ეს ამბავი, მხოლოდდამხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგო-ჩავურთე
-მითუმეტეს ნესა! არც კი იცოდა მისი ტვინის შესახებ, ლოგიკურად შენ ზეინი და ლეა დარჩით. შენ არ გამოგირთავს, ეს ცხადზე ცხადია. დარჩა მხოლოდ ზეინი და ლეა.
-ღმერთო, ეს თუ რომელიმეს გაკეთებულია, არც კი ვიცი რას ვიზამ-ვთქვი და სახე ხელისგულებში ჩავრგე.
-ლამაზო-მითხრა და გვერდზე მომიჯდა.-მე არ გეუბნები, რომ ეს ასეა, შეიძლება მართლა გული გაუჩერდა, მაგრამ ეს თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენება გესმის?
-კი ლუ-ვუთხარი და მოვეხვიე.
-მაინც დაელაპარაკე შენს ძმას და ლეას.
-ჰო, დაველაპარაკები.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now