•3•

661 54 21
                                    

დილით ჰარის გრძელმა თითებმა გამაღვიძეს. საწოლზე იჯდა, ჩემს ლოყაზე უხილავ წრეებს ხატავდა და რაღაცას უცნაურად ბუტბუტებდა.
-ჰაზ აქ რა გინდა-ამოვიკრუტუნე.
-დილამშვიდობისა ნეს. მეც კარგად ვარ-გამეკრიჭა და ცხვირზე მაკოცა.
-ლეა სად არის?-ვიკითხე და საბანში უფრო ჩავიმალე.
-დილით წავიდა, შენს გაღვიძებამდე. მასაც ლიამმა დაურეკა და შენც, მაგრამ ვერ გაგაგონა ვერაფრით. ლეასაც შეეცოდე და აღარ გაგაღვიძა. შემდეგ კი ლიამმა მე ამაფეთქა გადადი გააღვიძეო ხოდა ახლა აქ ვარ და დროზე აეგდე-მითხრა ჰარიმ და საბანი გადამაძრო.
-აუ კარგი რა ჰარიიი-ამოვიწკმუტუნე-კიდევ ცოტა ხანი რაააააა-საწყალი თვალებით შევხედე, მაგრამ ჰარის თვალები, ჩემს მაიკაზე იყო მოშტერებული. იმ მაიკაზე, 5წლის წინ რო დატოვა, მაგრამ იმხელა მქონდარო სულ საწოლში ვიცმევდი. ახლა შედარებით დამიპატარავდა, მაგრამ მაინც სულ მაცვია.
-ჩემი მაიკა-ჩაეღიმა და ნერწვი ხმაურიანად გადაყლაპა.
-არც კი იფიქრო სტაილს-შევუღრინე, მაგრამ სანამ რამეს მვახერხებდი, უკვე ჩემს თავზე იდგა და მიღუტუნებდა. ვკიოდი და ხელებს ვიქნევდი. უცებ ფეხები წელზე შემოვხვიე, ხელებიც მკერდთან შემოვაჭდე და მივეკარი. ჰარი ადგა და შესაბამისად, მასზე კოალასავით მიწებებული, მეც ავდექი. ხელები კისერზე შემვხვიე და თვალებში ჩავაშტერდი. სუნთქვა გაუხშირდა. შუბლი მომიახლოვა, მაგრამ უცებ ხელით გავწიე და მისი მკლავებიდან ჩამოვხტი.
-ოდესმე მითქვამს მომენტის გამფუჭებელი რო ხარ??-მკითხა.
გავუღიმე, ლოყაზე ვაკოცე და ვუთხარი.
-უნდა გამოვიცვალო ჰარი-ხელები მკერდზე მივაბჯინე და კარისკენ ვუბიძგე. ამოიოხრა და ოთახი უხმაუროდ დატოვა.

გამოცვლას რო მოვრჩი, ქვევით ჩავედი.
-პატარავ მზად ხარ?-მკითხა ჰარიმ-მე წაგიყვან.
-მზადვარ, მაგრამ ჩემი მანქანით მირჩევნია წასვლა.
-კარგი-მიპასუხა და სახლიდან გავიდა.

ბარში საშინელი სიტუაცია დამხვდა. ხალხით გატენილი და ამავდროულად აყროლებული ალიბი, საშინლად გამოიყურებოდა. ლიამი და ლეა გიჟებივით დარბოდნენ და აღარ იცოდნენ რა ექნათ.
-ლიამ აქ რა ჯანდაბა ხდება!-დავიყვირე, იმისთვის რო ლიამისთვის ხმა მიმეწვდინა.
-VIP სტუმრები ხდება ლამაზო!
-ხო მაგრამ ამდენი??
-მეც ზუსტად ეგ გამიკვირდა. -მხრები აიჩეჩა და ბარის მაგიდის შიგნით შემაგდო.-ახლა კი ძვირფასო- ხელში რაღაც ნაჭერი მომაწოდა და მითხრა-თუ შეიძლება დაგვეხმარე.-ამოვიოხრე, მაგრამ სასმლის ჩამოსხმა დავიწყე.
უცებ ჰარი შევამჩნიე, ვიღაც ქერა გოგოსთან ერთად მოსეირნობდა.
-ჰეი ნეს. აქ რა ამბავია-მკითხა და სკამზე ამოჯდა, თან ის "ქალიც" გვერდით მოისვა.
-კაცმა არ იცის ჰაროლდ-ვთქვი და ამოვიოხრე.
-უი კინაღამ სამავიწყდა. გაიცანი, ეს ქეროლია. ქეროლ, ეს ნესაა-თავით ჩემზე ანიშნა.
-სასიამოვნოა.-დაიწიკვინა ბარბიმ და ხელი გამომიწოდა.
-ჩემთვისაც-გავუღიმე და ხელში ლუდის ბოთლი შევაჩეჩე.-ეს ჩემგან ლამაზო.
-ამ. ბოდიში ლუდს არ ვსვამ-წამესწერვა.
-კარგი, ჰარ დალევს. შენ რა გინდა?
-მმმ მე სექსი პლიაჟზე მირჩევნია.
-უო ბდიში ლამაზო-ვუთხარი და შეწუხებული სახე მივიღე.-ვერაფრით დაგეხმარები.-მერე უცებ "სახე გამინათდა" და ვუთხარი-მაგრამ, შეგიძლია ჩვენი სააპირფარეშოთი ისარგებლო.
იცი, სხვათაშორის ვიფიქრე, აქ პლიაჟი ხო არ მოვაწყო-მეთქი, მაგრამ დამიჯერე, ჰარისთან საპირაფარეშოშიც დაუვიწყარი წუთები გელის-თვალი ჩავუკარი და ტუჩზე ვიკბინე. ჰარი გაოცებული სახით მიყურებდა. შემდეგ წამოდგა და იმ გაჩეჩილ ქათამთან ერთად საცეკვაოდ გასწია.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now