•4•

624 46 2
                                    

2nd day.
-ჯანდაბა-ამოვიოხრე და მაღვიძარა გამოვრთე, ზლაზვნით წამოვდექი ლოგინიდან და სააბაზანოში შევედი მოსაწესრიგებლად.
საათს რომ დავხედე 10-იყო დაწყებული, მაგრამ გეგმაში მქონდა, რომ კომპანიაში ადრე მივსულიყავი, საბუთები გადამეხარისხებინა და საღამო ლეასთან და ნაილთან ერთად გამეტარებინა.
-ნეს გაიღვიძე?-სამზარეულოდან ზეინის ხმა მომესმა.
-კიი ზუზ და ჩამოვდივარ უკვე.
-ყავა გინდა კნუტო?
-ამმ. კი დავლევ რა.
-კარგი პატარავ, ჩამოდი.
უცებ ჩავირბინე კიბეებზე, ყავა დავლიე, ნახევარი კრუასანი შევჭამე(ისიც იმიტო რო ნახევარი ზეინმა შემიჭამა) ზეინს ლოყაზე ვაკოცე და სახლიდან გამოვედი.
მანქანაში რომ ჩავჯექი ლეას მივწერე.

15 წუთში კომპანიას მივადექი. უშველებელი ადგილია.
შიგნით შევედი და ყველას მივესალმე.
-ოჰ მის მალიკ-შემომეგება ამანდა-როგორც იქნა გამოჩნდით, როგორ გვჭირდებოდით აქ... მიამ ისევ აურია ყველაფერი და შემთხვევით ყველა გუშინ მიღებული შეკვეა გააუქმა...
-ამანდა, ჩემზე უფროსი ხარ და გთხოვ, უბრალოდ ნესა დამიძახე. ხოლო რაც შეეხება მიას, არ ინერვიულოთ მაგაზე, სხვა კლიენტს ვიშოვით.
-ხო მაგრამ ნესა-მიპასუხა-ორიათასზე მეტი შეკვეთა იყო.
-მკითხველი ხალხი არ დაილევა, ასერომ ნუ ნაღვლობთ. საგამომცემლოს არაფერი უჭირს, შენ ის მითხარი ღვინის ქარხანაში რა ხდება.
-მანდ არაფერი ისეთი. დონი გავუშვით.
-დონი? ჩემს გარეშე რატო გაუშვით?
-ნესა, მისი აქ დატოვება ძალიან დიდ ზარალს მოაყენებდა კომპანიას.
-მაგრამ რა ქნა მაინც ასეთი?
-ის უბრალოდ დონდლოა.
-კარგი, კარგი. ბევრი საბუთი დამიგროვდა?
-საკმაოდ.
-ავალ მაშინ. დღეს სტუმრებს არ მივიღებ კაბინეტში. ბევრი საქმე მექნება.
-დიახ მის.

ამანდა დავტოვე და კაბინეტში შევედი. ღმერთო რამდენ საბუთზე მაქვს თვალი გადასავლები.
ვიჯექი და ვერც კი შევამჩნიე დრო როგორ გამეპარა.
5საათისთვის ვიღაცამ კაბინეტის კარი შემომიგლიჯა.
-ჰარი!-წამოვიკივლე. ჰარის უკან აფორიაქებული ამანდა შემოყვა.
-ბოდიში მის. ვერ გავაჩერეთ. ვუთხარი დღეს სტმრებს არ იღებსთქო მაგრამ არ მომისმინა.
-არაუშავს ამანდა. დაგვტოვე თ შეიძლება.-ამანდა როგორც კი გავიდა, მაშინვე ჰარის გავხედე.
-აქ რას აკეთებ?
-5 მილიონჯერ მაინც დაგირეკე მობილურზე, შემდეგ კომპანიაშიც ამდენჯერვე გადმოვრეკე, მაგრამ ეს ამანდა ყოველ ჯერზე უარით მისტუმრებდა არ ცალიაო. რაღაც საქმე მქონდა და მოვედი.
-ღმერთო ჰარი, გისმენ.
-ძალიან ბევრი ვიფიქრე და მინდა საერთო ბიზნესი წამოვიწყოთ.
-ჰარი...
-დამამთავრებინე. მოკლედ. მინდა პატარა საცხობი გავხსნათ.
-სერიოზულად?-გამეღიმა.
-ნეს. მთელი 3 წელი ვმუშაობდით საცხობში. მინდა ჩვენი საკუთარი საცხობი გავხსნათ. უბრალოდ გთხოვ. სულ რამდენიმე ათასის ჩადება მიგვიწევს. უნდა ვცადოთ.
-ფულზე არ არის ჰარი-გამეღიმა-და რათქმაუნდა თანახმა ვარ.
-ღმერთო ჩემო, როგორ ვნერვიულობდი. მეგონა არ დამთანხმდებოდი.
-მეც მეგონა, მაგრამ კი, მომწონს ეს იდეა.
-დღეს საღამოს რას შვრები?
-მე და ლეამ ნაილი უნდა გავასეირნოთ;დ
-ნაილი? ის ქერა?
-ხო.
-მეც რო წამოიდე?
-გაგვიხარდება.-თვალები გაუბრწყინდა და წამოხტა.-წავედით!
-ჰარი ჯერ არ დამისრულებია.
-ნესა კარგი რააა-ამოიბუზღუნა.-ბებერივით ნუ იქცევი!
-ცოტა დამრჩა დავასრულებ და...
-წამოდიიიი-გამაწყვეტინა წინადადება, სკამიდან ამიღო და ოთახიდან გამიტანა.
-ჰარი სათვალეს მაინც ავიღებ.
-მოგიტან-მითხრა და სათვალე გამომიტანა, შემდეგ თვალებზე მოირგო და ქვევით ჩამიყვანა.
-ჰარი გამიწელავ.
-ჩემზე დიდი თავი შენ გაქვს და რანაირად გაგიწელავ.-ამოიხარხარა.
-კი აბა რა!
-კარგი კარგი-დანებდა და სათვალე გამიკეთა, მაგრამ სანან საფეთქლებზე მომარგებდა, მანამდე თვალში მთხარა.
-ეეეეი თვალს ნუ გამომთხრი გთხოვ!
-ბოდიშიიი-მითხრა და მანქანაში ჩაჯდა. ოხვრით მივუჯექი და დაველოდე მანქანას როდის დაძრავდა.
ძლივს დაძრა და ლეას გამოგზავნილ მისამართზე წავედით.
-ვაიმე!-წამოვიკივლე უცებ
-რა მოხდა ნესა!
-ერთ კვირაში მოდის ჩვენებას ვაწყობთ, მე კიდევ არაფერი მომიმზადებია! მოდელებიც კი არ ამირჩევია ჯერ! ამანდა, ამანდას უნდა დავურეკო!
-ჰეი დამშვიდდი. როდიდან გახდი ასეთი საქმიანი?
-მოკეტე ჰარი! ამ ამანდა! დამავიწყდა მეთქვა. მოდელები გვყავს ასარჩევი. კი, კი. აუცილებლად. ლეას გარეშე არ ვაპირებ ამ მოდის ჩვენების გამართვას. ამანდა გააკეთე რასაც გეუბნები და დაურეკე ყველა მოდელს რომლის სახეცლიც კაბინეტში რვეულში მიწერია. კარგი. გმადლობ.
-ნეს, ცოტა დამშვიდდი.
-ჰარი როგორ ვერ ხვდები. ის იდიოტური საგამომცემლო ტრაკში მიექანება რადგან იმ სულელმა გოგომ ორიათასი შეკვეთა გააუქმა შემთხვევით, ღვინის მარანში პარაზიტი დონი გვყავდა, რომელიც ყველაფერს ნთქავდა და ახლა ეს მოდის ჩვენებაც რომ არ გამოვიდეს სულ მთლად ჯანდაბაში წავა კომპანია! და ჩვენი საცხობიც ხომ უნდა გაიხსნას! ო ღმერთო ჰარი! მამა მენატრება! როგორ მჭირდება ახლა... აბა ეს გამოშტერებული ზეინი სიმღერის გარდა არაფერს აკეთებს! დავიღალე უკვე! ჯერ მხოლოდ 21 წლის ვრ და უკვე ამდენი საქმე მაყრია! აუცილებლად გავკოტრდები!-თავი ხელებში ჩავრგე, მაგრამ ჰარიმ ამაწევინა.
-პატარავ. მე შენთან ვარ. ხომ არ დაგავიწყდა, მთელი 6წელი კომპანიის მართვას ვსწავლობდი. ყველაფერდ ვიზამ იმისთვის, რომ ეს ჩვენება ფანტასტიური გამოვიდეს.-ხელი ხელზე მომიჭირა.
-ღმერთო ჰარი! შენ რომ არ მყავდე...-ამოვიოხრე და ხელზე ვაკოცე.
ამასობაში კაფესაც მივადექით. ნაილი და ლეა შიგნით ისხდნენ.
-როგორც იქნა მოხვედით!-დაიყვირა ლეამ.
-იქნები ჩემი მოდის ჩვენების მთავარი მოდელი?-ეგრევე ვატაკე კითხვა.
-ჰა?-გამოშტერებულმა ამომხედა, ნაილმა კი გადაიკაკანა.
-ლეა გთხოვ მითხარი რომ კი.
-მე...მე... რავ....ვიცი...
-ღმერთო! დროზე!
-კი. ალბათ ვიქნები. ღმერთო ჩემო! ვიქნები კიიიიი.-შვებით ამოვისუნთქე.
-მიყვარხარ ლეა.
-მეც მიყვარხარ ნეეს!
-ახლა შეიძლება ყავა დავლიოთ?-იკითხა ჰარიმ და სახელოზე დამქაჩა რომ დავმჯდარიყავი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და შემთხვევით მის კალთაში აღმოვჩნდი.
-ოუოუ-ჩაიფხუკუნეს ნაილმა და ლეამ, მე კიდევ სწრაფად წამოვდექი და მის გვერდით უხერხულად მოვთავსდი.
უცებ მისი ტელეფონი აზუზუნდა.
შემთხვევით დავხედე და ის ქათამი იყო. თვლები ავატრიალე.
-პატარავ-თითქოს სპეციალურად თქვა ჰარიმ.-როგორ ხარ.
-აუ ჰაააზ. მოვიწყინეეეე-მიუხედავად იმისაც რომ ჰარის სფიქერზე არ ქონდა ჩართული, მისი წიკვინი მაინც გავიგე.-გამომივლი?
-ამ ქეროლ. ახლა ყავას ვსვამ ბავშვებთან ერთად, მაგრამ მიგვიანებით აუცილებლად გამიგივლი.
-კაიი გელოდებიი. მიყვარხარ.
-გკოცნი-უპასუხა ჰარიმ და გათიშა, შევამჩნიე, რომ მიყვარხარზე მეცო არ უპასუხია.
-ჰარი სად იშოვე ეს იდიოტი-კითხა ლეამ.
-იდიოტი არ არის. მაგარი ნაშაა;დდ
-ჰარი კარგი რა-ახლა მე ვთქვი.
-ხო კარგი კარგი. უნდა დავლიო და გავქცე-თქვა სწრაფად, ზუსფად ორი ყლუპი მოწრუპა, ფეხზე წამოდგა, შუბლზე მაკოცა და კაფე დატოვა.
-ნეს შენს ადგილას იმ გოგოს მოვკლავდი.-მითხრა ნაილმა-ბიჭს გახევს.
-ჰაჰ. მე და ჰარი უბრალოდ ახლოს ვმეგობრობთ.
-კიკი როგორ არა-ისევ გადაიკაკანა და შოკოლადიანი ბლინი პირში გაიქნა.
-ბავშვებო-შეშინებული ხმით თქვა ლეამ.-ზეინი მირეკავს.
-მერე გაეთრიე და უპასუხე-ვუთხარი სიცილით.
-კკააარგი.-თქვა და საპირფარეშოში გავიდა, უკან კი საოცრად გაფითრებული დაბრუნდა.

ანუ ძაან ბანძური თავი გამოვიდა, რეები ვიბოდიალე მეთვითონაც არვიცი;დდდ
ვეცდები გამოვასწორო.
მალობა ყურადღებითვინ.
Xoxo Chaotic Lily

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now