•8•

510 42 1
                                    

*ავტ: გაიზ, კითხვის დაწყებამდე, არ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ წინა თავში, ჰარიც საკმაოდ მთვრალია, ნუ ყოველ შემთხვევაში ფხიზელი ნამდვილად არ არის*

***
დილით სასიამოვნო შეგრძნებით გავიღვიძე, მზე პირდაპირ სახეზე მანათებდა და დილას იდეალურს ხდიდა. ვგრძნობდი, რომ საცვლის გარდა არაფერი არ მეცვა, და მხოლოდ თხელი საბანი მიფარავდა სხეულს. მკერდთან რაღაც მძიმეს ვგრძნობდი, თვალები ძლივსძლივობით გავახილე და ქვევით დავიხედე.
ჰარი იყო. ხელი ქონდა წელზე მოხვეული, თავი ჩემს მკერდზე ედო და ტუჩები საყვარლად ქონდა გამობუშტული.
გავიღიმე და აბურდული თმა უკან გადავუწიე, შემდეგ კი თავი ბალიშზე დავაბრუნე და ზუსტად მაშინ გავიაზრე რა მდგომარეობაში ვიწექი და ვისთან ერთად.
რა ჯანდაბაა!
-*აააააააა*- დავიკივლე და საწოლზე წამოვჯექი, რამაც ჰარის დედამიწაზე დაბრუნება გამოიწვია. დაბნეულმა მიიფშვნიტა თვალები და თავი აწია, მაგრამ ჩემს დანახვაზე დენდარტყმულივით გახტა უკან.

-რა ჯანდაბა ხდება- ვიკითხე რაცშეიძლებოდა მშვიდად. არა, ეს არ უნდა განმეორდეს ნესა, აღარ უნდს მისცე შენს თავს ამის უფლება. დაწყნარდი. ჩაისუნთქე ჰაერი მშვიდად.
-აქ რა..? ჰა? რახდება? აქ რაგინდა. არა მახსოვს, რომ სახლში მოგიყვანე, მაგრამ საწოლში შენთან ერთად რამინდა, ან სრულიად შიშვლები რატომ ვართ-ბურტყუნებდა ჰარი.
-ფ.ფ.ფაქტია, რომ რაღაც გვქონდა...- ვთქვი და უკან გავიწიე.
-ჯანდაბა. პრეზერვატივი მაინც თუ ვიხმარეთ-ამის გაგონებაზე თვალები ცრემლებით ამევსო (მგონი დამიბრუნდა გულჩვილობა), მაგრამ არშევიმჩნიე. ჰარიმ ოთახში რეზინის ძებნა დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ.
-ჯანდაბა. ეს მაინც როგორ დაგვავიწყდა-ამოიოხრა და ხელი თმაში ნერვიულად შეიცურა.
თავი მტევნებში მქონდა ჩარგული და ვფიქრობდი მეთქვა თუ არა.
ბოლოს გადავწყვიტე მეთქვა.
-ამაზე ნუ იდარდებ ჰარი.-ვუთხარი და ავხედე.
-რასქვია ნუ ვიდარდებ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, მე კიდევ შენთანერთად ვიღვიძებ და ვიგებ, რომ წინა ღამით სექსი გვქონდა, მაგრამ პრეზერვატივს ვერსად ვპოულობ. წარმოგიდგენია მაინც ბავშვი რო ჩაისახოს რა მოხდება?-მკითხა და ქვედა ტუჩის წვალება დაიწყო.
-არ ჩაისახება ეს დედამოტყნული ბავშვი!-დავიყვირე და ცრემლი მოვიწმინდე.
-რა?!
-დაჯექი.-ვუთხარი.
-...მჰ-
-შენი წასვლიდან ორი წლის შემდეგ, მარტივად რომ ვთქვათ, ცუდ წრეში გავერიე. თითქმის ყოველ დღე ნარკოტიკებს და ალკოჰოლს ვიღებდი და სიგარეტს ვეწეოდი.
-ღმერთო ჩემო!
-ჩშ ნუ მაწყვეტინებ, თორემ აღარ მივყვები. მოკლედ მაგ დროისთვის ზედმეტად ავარდნილი ვიყავი. ერთი მეგობარი მყავს ლუი.
რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთისთვის Friends with benefits-ი ვყოფილიყავით (ავტ: ვინც არ იცით, ეს ნიშნავს მეგობრებს, ვისაც ყოველგვარი ურთიერთობის (ანუ relationship-ის) გარეშე აქვთ ინტიმური კონტაქტი) და ნუ მოკლედ 17 წლის დავორსულდი. ლუის ველაპარაკე, და გადავწყვიტეთ ბავშვი დაგვეტოვებინა. დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის არაფერი მითქვამს, მომენტს ველოდებოდი, და ამიტომ მხოლოდ ზეინმა, ლეამ და ლიამმა იცოდნენ. ნარკოტიკებმა და სასმელმა რათქმაუნდა თავისი ქნეს და სამი თვის ორსულს მუცელი მომეშალა.
რამდენიმე თვეში, ისევ იგივე გავაკეთეთ და ისევ დავორსულდი.
წინაზე ისეთი ტკივილი განვიცადე, რომ ამისი მეორედ გადატანა აღარ შემეძლო, და ექიმთან წავედი აბორტის გასაკეთებლად.
ბავშვი მოვიშორე.
რის შემდეგაც ექიმმა მითხრა, რომ ვეღარასდროს ვეღარ შევძლებდი დაორსულებას.
ანუ ჰარი, შვილი აღარასდროს აღარ მეყოლება, და შეგიძლია იმაზე აღარ იდარდო, რომ შენი შვილის მუცლით ტარება მომიწევს.-შეწუხებული სახით მიყურებდა. სიტყვებს ეძებდა.
-მ.მე არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა.-მითხრა და ხელზე ხელი დამადო.-ზეინმა ორივეზე იცოდა?
-მეორეზე არა და დღემდე არ იცის. არც თქმას არ ვაპირებ.
-ჰო კნუტო, როგორც შენ გინდა.
-მოკლედ. ახლა მე გავალ, უნდა დავისვენო.
-არ დარჩები ცოტახნით?-კითხვის მიუხედსვად, ვგრძნობდი, რომ უხერხულად იყო. რომც არ ყოფილიყო, მაინც არ დავრჩებოდი, რადგან მე ვგრძნობდი თავს საშინლად უხერხულად.
-არა ჰარი უნდა წავიდე.-ვთქვი და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ გამახსენდა, რომ ზევიდან არაფერი მეცვა.-ჰარი კაბა მმომაწოდე და ოთახიდან გადი რაა-ვთხოვე. ჩაიცინა, კაბა გადმომაწოდა და ოთახი დატოვა.
გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი.
-ყავას დალევ?-მკითხა.
-არა მირჩევნია ლეას და ზეინს მივხედო.-ვუთხარი და სახლი დავტოვე.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now