•12•

439 41 12
                                    

ტელეფონის ზარი.-ჩემი დაუძინებელი მტერი.
ჯანდაბა! უკვე მერამდენედ უნდა დამიფრთხოს ძილი ამ იდიოტური ტელეფონის იდიოტურმა ზარმა. ამოვიოხრე და ტელეფონს ვუპასუხე.
-ახლა ან უნდა მითხრა რო კვდები, ან გიტაცებენ, ან ქორწინდები და ან ორსულად ხარ, თორე დილის რვა საათზე ჩემს გაღვიძებას არ გაპატიებ-დავუყვირე ნაილს.
-ამ. არ ვკვდები, არც მიტაცებენ, ქორწილზე ჯერ ლაპარაკიც არ მინდა, მაგრამ ბოლო სწორად გამოიცანი.
-რა გინდა დროზე მითხარი, თორე მაგ ქერა თმებს ღერაღერა დაგაპუტავ :) .
-რამინდა და ადგილმდებარეობა ჩამიგდე, დღეს ამოვდივარ და ები ამომყავს.
-ვეით ვეით. ვინ არის ები?
-მმ. სიმართლე გითხრა, გუშინ სწორედ მის გამო ვერ წამოვედი. ანუ.. ისა.. რესტორანში დავპატიჟე რა.
-ვუუ ნაილო შეყვარებული ხარ?
-არა რა შეყვარებული. ჯერ ახლახანს გავიცანი.
-მაინც როდის?
-სადღაც ერთი თვის წინ.
-ნუ ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ. მოგწერ მალე ლოკაციას და ამოდით.
-ხო გამოვალთ უკვე.

როგორც კი ნაილთან ლაპარაკი დავასრულე, მაშინვე საწოლში შევიფუთნე, ძილის შესაბრუნებლად, მაგრამ არაფრით არ გამომივიდა. ტელეფონი ავიღე და დებილივით ინსტაგრამის სქროლვა დავიწყე. უცებ ვიღაცამ კარი შემოგლიჯა. მოულოდნელობისაგან დაბალხმაზე წამოვიკივლე.
-ჩშშშ.. რა გაყვირებს კნუტო მე ვარ.
-ღმერთო ჰარი აქ რას აკეთებ.
-მომენატრე და მოვედი, არ შეიძლება?-გავუღიმე და საწოლზე ხელი დავატყაპუნე, იმის ნიშნად რომ დაწოლილიყო. ფართოდ გაიღიმა და კარი გადაკეტა. შემდეგ მომიახლოვდა და საწოლში შემომიგორდა. წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.
-ზეინს..
-დღესვე ვეტყვი ზეინს-არ დავაცადე წინადადების დასრულება. ისევ გაიღიმა. ლოყებზე ხელი მოვკიდე და ხმაურიანად ვაკოცე.
-მალე თავს ვეღარ შევიკავებ პატარავ.
-მოგიწევს, აქედან ხმა გავა.
-ჩუმად ვერ იკვნესებ?
-ფუ რა დებილი ხარ..-გამიცინა და თავი ჩემს კისერში ჩარგო,
-ჯერ ადგომისთვის ძალიან ადრეა და იქნებ ცოტახანი წაგვეძინა?
-დაიძინე ჰაზ-ვუთხარი და კიდევერთხელ ვაკოცე.
-შენც დაიძინე-თვალები ამიფახურა.
-მეც ვიძინებ ხო.-თმაზე ხელი ჩამოვუსვი და მივეკარი. ძალიან სასიამოვნო სურნელი ასდიოდა მის კანს. მინდოდა მისი მთლიანი სხეული დამეკოცნა, მაგრამ ამის გაკეთების უფლება არმქონდა და ჩემს თავს ვლანძღავდი იმისთვის, რომ დროზე არ ვუთხარი ზეინს ჩვენი ამბავი.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now