•18•

419 33 10
                                    


დილით ადრე გამეღვიძა.

სასწრაფოდ წამოვდექი ლოგინიდან და მომზადება დავიწყე.

კომპანიაში მისვლა მქონდა გადაწყვეტილი.

თავი ოდნავ მტკიოდა და თავბრუც მეხვეოდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გადავიფიქრებდი ამას.

დრო კიდევ მქონდა, ამიტომ რამდენიმე წუთი ცხელ აბაზანაში ვინებივრე.

შემდეგ სწრაფად გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი.

პასტა და ფურცელი ავიღე და ჰარის პატარა წერილი დავუწერე, სადაც ვატყობინებდი, რომ კომპანიაში გავედი და ჩემზე არ უნდა ენერვიულა.

და სახლიც დავტოვე..
***

-მის მალიკ?-შემოსასვლელშივე შემომეგება ამანდა-აქ რა გინდათ, მისტერ სტაილსმა გამაგენინა რომ სიცხე გქონდათ და დღეს მოსვლას ვერ შეძლებდით.
-როგორც ჩანს, მცდარი წინადადება მოუწოდებია მისტერ სტაილსს.-გავუღიმე-ისა ამანდა, შეგიძლია ყავა მომიდუღო?
-მის მალიკ-თვალები ავატრიალე-ნესა.. ფერი არ გადევს ძვირფასო.. იქნებ ჯერ წამალი დაგელია?
-არაფერია, რძიანი ყავა მიშველის.
-კარგი, ახლავე მოვადუღებ.

თავბრუ ნამდვილად მეხვეოდა ოდნავ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და ოთახში ავედი.

***
დოკუმენტებს დებილივით დავცქეროდი და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საათის წინ ერთი ჭიქა ყავა დავლიე, მაინც გემრიელად მიმეყვინთა მაგიდაზე გაშლილ ფურცლებზე.

თვალების გახელა რომ ვცადე, ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი.

ვგრძნობდი ვიღაცის ნაზი ხელები როგორ მეხებოდნენ.

ამანდა იყო და ჩემს გამოღვიძებას ცდილობდა.

არაფრის თავი არ მქონდა, უღონოდ ვეგდე და თვალების გახელას ვცდილობდი.
-ნესა, ძვირფასო კარგად ხარ?? ნესაა. ჩემი გესმის?? ბეტი სასწრაფოდ მისტერ სტაილსს დაურეკე, ან მისტერ მალიკს, სულ ერთია. რომელიმე სასწრაფოდ მოვიდეს.
-ახლავე გადავრეკავ, მაგრამ მგონი ჯობია ჯოშს ვთხოვოთ და საავადმყოფოში წაგვიყვანოს. სანამ ვინმე მოვა, შეიძლება უარესად გახდეს.
-მართალი ხარ, ქვევით ჩადი და ჯოშს უთხარი მანქანა გაამზადოს.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now