•5•

556 39 3
                                    

"თქვა და საპირფარეშოში გავიდა, უკან კი საოცრად გაფითრებული დაბრუნდა."

-ლეა რა მოხდა?-კითხა ნაილმა და მისახმარებლად ფეხზე წამოდგა.
-ნეს...-ამოიოხრა ლეამ და ნაილის ხელებში გონდაკარგული ჩაესვენა.
-ლეა-წამოვიკივლე და წამში მის გვერდით გავჩნდი. ბუთხუზა მიმტანიც წამში ჩვენთან გაჩნდა და ლეას წყალი მიაპკურა, მაგრამ მისი გამოფხიზლება ვერ შეძლო.
-ახლავე სასწრაფოში დავრეკავ.-თქვა და გაიქცა.
-ნაილერ უნდა წამოვაწვინოთ.-ვუთხარი. ქერა წამში დაფაცურდა და ლეა სკამზე მოვათავსეთ. კიდევ ერთხელ შევასხი რამდენიმე წვეთი წყალი და გონს მოვიდა.
-აღარ გვინდა სასწრაფო გმადლობთ.-დავიყვირე და ლეას მოვუბრუნდი.
-ლეა ღმერთო ჩემო! კარგად ხარ?
-მე კი. მაგრამ...
-რა მაგრამ ლეა. რა სჭირს ზეინს!
-ზეინსაც არაფერი.
-აბა რა ჯანდაბა ხდება!-ახლა უკვე მოთმინებადაკარგულმა ნაილმა წამოიყვირა.
-ლიამი ის.-უცებ ტირილი აუტყდა- დაჭრეს. ბართან ახლოს, ჩიხი როა იქ და ახლა საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის-უფრო ხმამაღლა დაიწყო ტირილი, მაგრამ მისთვის აღარ მომისმენია. ყურები დამიგუბდა. მხოლოდ წუილი მესმოდა. ჩანთა ავიღე და სასწრაფოდ გამოვვარდი კაფედან.
გზას ცახცახით მივიკვლევდი და თან ზეინს ვურეკავდი. არ მპასუხობდა.
-ჯანდაბა!-არაამქვეყნიურად დავიკივლე და შუა ასფალტზე ჩამოვჯექი. გაშეშებული ვიჯექი და ვცდილობდი მესუნთქა. ხელები მუშტად მქონდა შეკრული და ღრმად, ხმაურიანად ვსუნთქავდი.
-ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!-ხელი ცივ ასფალტს დავარტყი და სახე მუხლებში ჩავრგე. უცებ ვიღაცის ხმა გავიგე. გვერდით მომიჯდა და მიმიხუტა. ნაილი იყო.
-დამშვიდდი ნეს. ყველაფერი კარგად იქნება-მითხრა და თავზე მაკოცა.-ახლა ადექი საავადმყოფოში წავიდეთ.-უხმოდ ავდექი და ნაილს გავყევი.
მთელი გზა გაშეშებული ვიჯექი. წინ წარბებშეკრული ვიყურებოდი და სახეზე არანაირი ემოცია არ მქონდა გამოსახული.
ნაილმა მანქანიდან გადმომიყვანა და სწრაფად შემიყვანა შიგნით.
ხელებში თავჩარგული ზეინის დანახვაზე, წარბები გავხსენი და ნაილს მოვეხვიე.
-ის რა ტირის?-იკითხა თვალცრემლიანმა ზეინმა. ნაილმა თავი სევდიანად გააქნია და ჩემი თავი მას გადასცა. ახლა უკვე ზეინს ვყავდი მკერდზე აკრული.
-ყველაფერი კარგად იქნება.-მითხრა ზეინმა და უფრო ძლიერად ჩამიკრა გულში.
-ვიცი-ვუთხარი მშვიდად, მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე და სკამზე ჩამოვჯექი.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now