•16•

449 35 12
                                    

დილით ექვსისკენ გამეღვიძა, ტანზე მხოლოდ ჰარის მაიკა მეცვა.
ახლა ეს ან ამ იდიოტმა ქნა, ან მე ვქენი და არ მახსოვს.
მაგრამ მაიკა რომ გამომეცვალა ალბათ მემახსოვრებოდა არა?
ჰარის გავხედე, მუცელზე იწვა, საბანი არ ეფარა, მარჯვენა ხელი ჩემს ბარძაყზე ედო, ხოლო მარცხენა მუცლის ქვეშ ჰქონდა ამოდებული. აჩეჩილი თმები სახეზე ეყარა და შეხსნილი პირით ღრმად სუნთქავდა.
ამ დაკვირვება-დაკვირვებაში კიდევ უფრო დამცხა.
გადავწყვიტე ეს მაიკაც გამეხადა და მთლიანად საბანში გავხვეულიყავი.

ძლივს მოვახერხე ეს და ტელეფონი ავიღე, რომ ჰარისთვის ფოტო გადამეღო.
სამწუხაროდ ტრელეფონი დასამიუთებული მქონია, ამიტომ ისე დაიჩხაკუნა, რომ ჰარი ოდნავ შეირხა.
გადამრევს ეს ბიჭი. ისეთი ძილი მაქვს, ძილის დროს თავში სულ რომ ბარაბნები მირახუნო მაინც არ გამეღვიძება. ამას კიდე, პატარა გაფაჩუნებაზეც კი რეაქცია აქვს.
გამეცინა და ტელეფონში შევძვერი. ჩემი საქმით იმდენად გავერთე, რომ ვერც კი შევამჩნიე ახლადგაღვიძებული ჰარი.

დავიკრუტუნე.

გაიღიმა.

ცუდად გაიღიმა.

-სიგარეტი მინდა.-ვუთხარი და მისკენ გადავბრუნდი.
-მე შენი ტუჩები მინდა და სიგარეტს კიდევ არ მოგაწევინაბ.
-ოხ?
-დიახ.-მითხრა და წეღანდელ ჩასიებულ-ჩაკბენილ-ჩაწითლებულ ტუჩებზე კიდევ ერთხელ მაკოცა.

-უნდა ვიბანავო-ვუთხარი და ზურგზე მოვეფერე.
-თქვენის ნებართვით მე ძილს შევიბრუნებ.-თავი დავუქნიე და წამოვდექი, მაგრამ დაღლილობისგან ფეხები ჩამეკეცა.
ჰარიმ ხარხარი ატეხა და ბალიში თავზე წაიფარა.
-რაგაცინებს იდიოტო!
-არაფერი, არაფერი კნუტო.-შევუბღვირე და პირსახოცი ავიღე.-დღეს ხომ მთელი დღე სახლში ხარ?-მკითხა და ბალიში სახიდან მოიშორა.
-არვიცი, გეგმაში ჯერჯერობით არაფერი მაქვს.
-ხოდა არც დაგეგმო არაფერი.
-კარგი, მაგრამ რატომ?
-შენთან ერთად მინდა დღეს ყოფნა.
-სახლში ვიყოთ?
-რამდენ კითხვას სვამ ნესა! ხო სახლში ვიყოთ, რამეს გამოვაცხობ და მერე ფილმს ვუყუროთ. თუგინდა არ ვუყუროთ და სხვა რამით დავკავდეთ, არც ეგ იქნება პრობლემა.-ამოვიოხრე და თავი დავუქნიე, შემდეგ კი აბაზანაში შევბარბაცდი და ჯაკუზი ავავსე.
შემდეგ კი შიგნით ჩავწექი და თვალები დავხუჭე.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now