•23•

433 44 20
                                    

-კარგი.. მირჩევნია კარგი ამბით დაიწყო.-ღრმად ჩაისუნთქა.
-ბარგი ჩაალაგე მივდივართ-მიპასუხა და გამომხედა.
-ვაუ-გამეღიმა-სად? ან რამდენი ხნის ტანსაცმელი ჩავალაგო..
-ანუ ნესა.. სულ მივდივართ.
-რა?-ვიკითხე და გამეცინა.
-ახლა ცუდი ამბავი.. მამაჩემის კომპანია გაკოტრდა. ამიტომ მე და შენ ვაშინგტონში გადავდივართ.
-არსადაც არ გადავდივართ! შენ რა, გაგიჟდი??
-ნესა ჩემს გარეშე კომპანია ფაქტიურად განადგურდება. ყველავარიანტში დაბრუნება მიწევს და შენც ჩემთან ერთად მოდიხარ, რადგან შენ გარეშე ვერაფერს შევძლებ პატარავ.. მჭირდები.
-ხვდები მაინც რას მთხოვ?? მთხოვ რომ დავტოვო ძმა, საუკეთესო მეგობრები, საკუთარი კომპანია, ბარი, ლიამის საფლავი. ჰარი ამას ვერ გავაკეთებ. ვერც მე და ვერც შენ.
-პატარავ. სხვა გამოსავალი არ არის. მამა ვალებშია. თუ კომპანია არ ამოვქაჩე და ჯონსონების კომპანიას არ შევუერთე, მეც მომკლავენ და მასაც.-თვალები ამიცრემლიანდა.
-ესეიგი.. ესეიგი რა გამოდის, რომ არჩევნის გაკეთება მიწევს??-

სევდიანად დამიქნია თავი.-არჩევანი რას შორის? ანუ.. უნდა ავირჩიო. ან ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული ან კიდევ ოჯახი, მეგობრები, კომპანია და ასე შემდეგ. ჰარი ხვდები მაინც რა მდგომარეობაში მაყენებ?
-და შენ ხვდები რას იზამ იმ შემთხვებაში თუ ჩემზე უარს იტყვი?-დამიყვირა, რაზეც ოდნავ შევხტი.-გამანადგურებ ნესა! არც კი მინდა წარმოვიდგინო თუ რა მოხდება შენს გარეშე. რა გგონია, რომ დიდ მანძილზე ურთიერთობას შევძლებთ??? აბსოლუტურად სულ სხვა კონტინენტზე რომ იქნები წარმოდგენა მაინც გაქვს იმის შესახებ თუ რა ჯანდაბა დამემართება?? გინდა გიყურო შორიდან და ვერ შეგეხო, ვერ გაკოცო და ვერ ჩაგიკრა გულში?
ეგეთ ურთიერთობას ისევ დაშორება მირჩევნია. არ შემიძლია ასე გიყურო ეკრანიდან და უბრალოდ ვიცოდე რომ ჩემი ხარ. ან არ ვიცოდე. არ ვიცი ნესა, არ ვიცი რა ჯანდაბა უნდა ვქნა. შენ ჩემთან თუ არ წამოხვალ, ცხოვრებას ვერ შევძლებ ნესა! არ შემიძლია გთხოვ, უბრალოდ არ მიმატოვო ასეთ დროს. მჭირდები. ჰაერივით მჭირდები პატარავ.-ხმა ჩაუწყდა.
მეც გაშეშებული ვიდექი.
არ შემეძლო ასე უბრალოდ ავმდგარიყავი და ყველა მიმეგდო.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now