•20•

440 34 11
                                    

იმდენად გამაკვირვა ჰარის პასუხმა, რომ უკან არ გავყოლილვარ.

ბავშვებთან დავბრუნდი და არაფერი შევიმჩნიე.

-სად წავიდა ის უჟმური-მკითხა ზეინმა და კარისკენ გაიხედა.
-არ ვიცი ზეინ, არ უთქვამს.
-ისეთი აბობოქრებული გავარდა, რომ მეგონა იჩხუბეთ.
-არ გვიჩხუბია, დამშვიდდი.-სინამდვილეში ჰარიზე ისეთი ნაწყენი ვიყავი, რომ დიდი ალბათობით კაიხანი არ გავცემდი ხმას.

უცებ დედა და მამა გამახსენდნენ.

ისინი არასდროს კამათობდნენ..

ჩხუბზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

იმდენად დაკავებულები იყვნენ თავიანთი საქმიანობით, რომ ელემენტარული საკუთარი შვილებიც კი არ ვახსოვდით.

დედისგან არასდროს მიგრძვნია სითბო. ის ყოველთვის დაკავებული იყო ჩვენთვის და თითქმის არ ურთიერთობდა ჩემთან და ზეინთან.

მე და ზეინს თხუთმეტ წლამდე ძიძა გვზრდიდა.

ძალიან უცნაურად შეიძლება მიგეჩვენოთ, მაგრამ მე მათ დაკრძალვაზეც კი არ მიტირია.

იმდენად არ მქონდა მათთან ურთიერთობა, რომ ეს დანაკლისი ვერ შევიგრძენი.

არა გატყუებთ..

მამა მაკლია.

იყო დრო, როდესაც ჩვენთვისაც ეცალა.

ბევრი რამ მასწავლა-ნუ ყოველ შემთხვევაში რამდენიც შეძლო იმდენი მაინც.

მაგრამ მათგან მაინც არასდროს მიმიღია იმდენი სიყვარული, რანდენსაც ბავშვი მშობლებისგან წესით უნდა იღებდეს.

არასდროს ვსევდიანდები მათი გახსენების დროს.

მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ჩუტყვავილიან პატარა გოგოს, ღამეებს ჩემზე ერთი წლით დიდი მწვანეთვალება ბიჭი მითევდა და არა საკუთარი მშობელი დედა.

რამდენჯერმე შემომხედავდა როგორ ვიყავი და მაშინვე თავის საქმეს უბრუნდებოდა ხოლმე.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now