თავი 1

4.2K 103 11
                                    

ჩემი ბავშვობა არ გავდა სხვებისას.იყო განსაკუთრებული და სხვანაირი,ოღონდ არა კარგის მხრივი.სწორედ აქედა იწყება ჩემი თავგადასავალი, რომელიც ჩემს ცხოვრებას საშინელს ხდის.როდესაც 6 წლის ვიყავი დედამ მამის მხრიდან ძალადობა ვეღარ აიტანა და სიცოცხლე აბაზანაში ვენებგადაჭრილმა დაასრულა.ეს ჩემთვის ყველაზე საშინელი სანახაობა იყო.მაშინ სულ რაღაც 6 წლის ვიყავი,მაგრამ ყველაფერი დაწვრილებით მახსოვს.მამაჩემი ის ნამდვილი არაადამიანი იყო,მხეცი სხვა სახელი მას არ ეკუთვნის.თქვენ გგონიათ მარტო დედაჩემზე ძალადობდა?არა ის ჩემს საუკეთესო მეგობარსაც აწამებდა.არაფერი ვიცოდი,სანამ ჯემას მიერ მოწერილი წერილი არ წავიკითხე.
ამ წერილმა გამანადგურა.წერდა რომ მამაჩემი მასზე ძალადობდა, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურადაც.აუპატიურებდა,ცემდა.ამის გახსენებაზე ცრემლებს ვერასდროს ვიკავებ.ის ჩემი ერთადერთი საუკეთესო მეგობარი იყო,მაგრამ მანაც დამტოვა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები წავიდნენ და დამტოვეს ადამინთან, რომელიც მთელი ჩემი სულით და გულით მეზეზღება.

სკოლაში არასდროს მივლია.უფროსწორად პიტერი(მამაჩემი)არ მიშვებს. მასწავლებლები სახლში მოდიან და ესე უაზროდ ვატარებ დროს.მამაჩემი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია.ელჩია.აგრეთვე აქვს კომპანია და წვრილ-წვრილი ბიზნესები.სიმართლე რომ გითხრათ ჩემს მიმართ თბილია.მუდამ ზრუნავს ჩემზე, მაგრამ ეს არ მაინტერესებს...მან მე სწორედ მაშინ დამკარგა,როდესაც დედა წამართვა...არ ვიცი,რატომ ძალადობდა დედაზე.მესმოდა ხოლმე მათი კამათი.ეს კამათი კი დედას ტირილით და მამას ღრიალით მთავრდებოდა.

"დედა" ოთხი ასო და მთელი ცხოვრებაა.მასზე უკეთ ვერავინ გაგიგებს,რადგან ის გატარებს 9 თვე მუცლით,ის გჩუქნის სიცოცხლეს,გზრდის.სამწუხროდ მე დედის სითბო ადრეულ ასაკში დავკარგე.მართალია არაფერს მაკლებდნენ, მუდამ ფუფუნებაში ვიზრდებოდი.ესე ვთქვათ ხელის გულზე მზრდიდნენ,მაგრამ მე დედა მჭირდებოდა.მან კი სული ჩემს თვალწინ დალია...
ჯემა უბრალოდ საოცრება იყო.მისნაირი არავინ მენახა.მუდამ გვერდში მედგა და ცდილობდა დედის დანაკარგი შეევსო.ის მზრუნველი, ულამაზესი გოგო იყო, რომლესაც სიცოცხლე უხაროდა.ვერ ვხდები, რატომ უნდა იწვნენ დედას და ჯემასნაირი ადამიანები მიწაში და რატომ უნდა დადიოდნენ მიწაზე პიტერის ნაირი არამზადები.გული საშინლად მტკივა ახლაც დედას საფლავთან ვდგავარ და ვტირი...

სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლისWhere stories live. Discover now