დილით ადრე მზის სხივები და ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს.თვალს ვახელ და ნელ-ნელა გამოფხიზლებას ვიწყებ.ჰარი აქ არ არის.ალბათ ქვემოთ ჩავიდა.ფანჯარასთან ახლოს მივედი და ტყის ყურება დავიწყე.ნაძვები,რომლებიც ძალიან მაღლები არიან,მკაცრად დაჰყურებენ არემარეს.პატარა ციყუნიები,რომლებიც ერთმანეთს დასდევდნენ და თამაშობდნენ.პეპლები...მათ ძალიან ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ.მაგრამ ცხოვრებისგან მინიჭებულ ამ დროს ფარფატში ატარებენ.ვგიჟდები ბუნებაზე,მათი ყურება ჩემშვი სიმშვიდეს იწვევს.მიყვარს წვიმა,განსაკუთრებით მაშინ როდესაც მზე ანათებს.მახსოვს მე და ჯემა ასეთ ამინდს მზის შხაპს ვეძახდით ხოლმე.გარეთ გავდიოდით და სეირნობას ვიწყებდით.ეს ძალზე სასიამოვნო იყო.არ ვიცი რატომ არ მყავდა ჯემას მეტი მეგობარი,მაგრამ მის გვერდით ამ დანაკლის ვერასდროს ვგრძნობდი..
ფიქრებში გართულმა გამოვიცვალე.ყვითელი სპორტული შარვალი და ამავე ფერის ჰუდი ჩავიცვი.თმები გაშლილი დავიტოვე და ოთახი დავტოვე.დაბლა სართულზე რომ ჩავედი ჰარი ვერ ვნახე.არსად იყო მთლიანი სახლი მოვიარე,მაგრამ აქ არ იყო.ავნერვიულდი.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ამიტომ ჩემს ოთაში ავირბინე.კომოდზე ჰარის ტელეფონი დავინახე მივირბინე და ავიღე.კონტაქტებში ზეინის ნომერი ვიპოვე და გადავწყვიტე დამერეკა.
-გისმენთ.-ზეინის ხმა გაისმა.
-ზეინ მე ვარ მია,ჰარი აქ არ არის ხომ არ იცი სად წავიდა?ვნერვიულობ...
-რას ნიშნავს მანდ არ არის...სახლი შეამოწმე?
-კი ზეინი გუშინ ღამე მოვიდა,მერე კი დავიძინეთ. დილით რომ გავიღვიძე აქ აღარ იყო...-ანერვიულებულმა მივუგე.
-დამშვიდდი მია ახლა მოვდივარ. ჰარის თუ მოვა დამირეკე.
-კარგი.
ამის შემდეგ ყურმილი დავკიდე და ნერვილად დავიწყე სიარული.დაახლოებით 4 საათი გავიდა. ჰარისგან კი არაფერი ისმოდა.ზეინიც იგვიანებდა.ნუთუ ქალაქიდან ესე შორს ვართ რომ აქ ჩამოსვლა ესე გაიწელა.
არა ამდენს ვეღარ მოვითმე.გარეთ გავედი და ტრასას გავყევი,რომელიც ამ ტყეში ერთადერთია.დაახლოებით 15 წუთი ვიარე, მერე კი პატარა ტბას მოვკარი თვალი,იქვე კი ჰარი იდგა და ბარბაცებდა.ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა.არ ვიცი ზუსტად რამდენი დალია,მაგრამ საშინლად გამოიყურებოდა...მაშინვე ზეინს მივწერე მითხრა რომ დაახლოებით 15 წუთში აქ იქნებოდა.ტბასთან ახლოს მივედი.
-ჰჰარი.-მშვიდი ტონით მივუგე.
-ოჰ ჩვენი მიაკოც აქ მოსულაა.აბა მითხარი ძვირფასოო რა ჯანდაბა გინდა აქ?-ირონიულად ჩაილაპარაკა თან გადაიხარხარა.ძალიან მთვრალი იყო.
-ჰარი მთვრალი ხარ.მოდი აქედან წავიდეთ და სახლში ვისაუბროთ კარგი?-მისკენ გადავდგი ერთი ნაბიჯი, რა დროსაც დაიყვირა.
-არ მომიახლოვდე!მე აქ მინდა ყოფნა ან საერთოდ შენ ვინ გკითხავს?დედაჩემი ხარ?მამაჩემი?თუ ჩემი და?არც ერთი!
-ჰარი ვიცი რომ არცერთი ვარ,მაგრამ ნასვამი ხარ და აქ ყოფნა სახიფათოა გთხოვ წამოდი...
-შემეშვი შენ არავინ ხარ ჩემთვის.ნაგავიც კი შენზე ძვირფასია.იაფფასიანი კახპა ხარ,არაფრად ვარგიხარ...-მისმა სიტყვებმა გული საშინლად მატკინა.თვალიდან ცრემლი გადმომვარდა.მან კი გაიცინა.
-ოოუუ კარგი რა კახპავ რა გატირებს?სიმართლეს არ ვამბობ?-გაიცინა.არვიცი როგორ ან რანაირად,მაგრამ ფეხი დაუცდა და ტბაში ჩავარდა.
-ჰარიი.-დავიკივლე და ტბისკენ გავიქეცი.არსად ჩანდა მე კი ცურვა არ ვიცოდი,მეც რომ შევსულიყავი მასთან ერთად დავიხრჩობოდი.ტირილი ავტეხე თან მას ვეძახდი.
-მიაა.-გავიგე ზეინის ანერვიულბული ხმა.
-ზეინ ის ის ჩავადა გთხოვ დაეხმარე, ამოიყვანე.-ზეინი ტბისკენ გაიქცა მაიკა და შარვალი გაიძრო და ეგრევ წყალში გადახტა.იმის მიუხედავად რომ მან მე შეურაწყოფა მომაყენა და რასაც ქვია მიწასთან გამასწორა,მაინც ვნერვიულობდი არ ვიცი რატომ...
ზეინი გამოჩნდა.ნაპირისკენ დაიწყო სვლა თან ხელით ჰარის მოათრევდა.მიწაზე ამოიყვანა და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა.ცოტახანში ჰარიმ ფილტვებში დაგროვილი წყალი ამოიღო,მაგრამ გონება დაკარგა.ზეინმა შარვალი და მაისური გადაიცვა,ჰარი მხარზე მოიგდო და მე მომიბრუნდა.
-საავადმყოფოში მივდივართ.შენც ხო წამოხვალ?
-კი.-ხმა აღარ ამოგვიღია.მანქანის უკანა მხარეს დავჯექი.ზეინმა ჰარის თავი ჩემს მუხლებზე დაადებინა.თვითონ მძღოლის ადგილზე მოთავსდა და მანქანა დაძრა.დაახლოებით ოთხსაათ ნახევარი ვიარეთ.მერე კი უზარმაზარ შენობას მივადექით.მანქანიდან გადავედი და მიმღებში საკაცე ვითხოვე.მაშინვე დააწვინეს მასზე ჰარი და რაღაც ოთახში შეიყვანეს თუ არ ვცდები რეანიმაცია იყო.მეც და ზეინიც ბოლთას ვცემდით.ვხედავდი რომ ხალხი მაშტერდებოდა.არ ვიცი რატომ,მაგრამ გაკვირვებული და გაოცებული მიყურებდნენ.რამოდენიმე წუთში ჩემთან ექთანი მოვიდა.
-ამ...გამორჯობათ თქვენ...თქვენ მია ხართ?-მკითხა დაბნეულმა.გამიკვირდა რა ხდება ვერ გავიგე.
-დიახ მაგრამ ჩემი სახელი საიდან იცით?
-არა ისე უბრალოდ გამოვიცანი.-მომიგო. ანერვიულებულმა გამიღიმა და გამეცალა.დავინახე როგორ ამოიღო ტელეფონი და სადღაც დარეკა.ჰარი გონს მოვიდა,მაგრამ არ შევსულვარ,ზეინი შევიდა.მე კი გარეთ ველოდებოდი.რამოდენიმე წუთში დერეფანში ხმაური ატყდა,მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია...
-მიაა!-გავიგე ის ხმა რომლის გაგებაც ყველაზე მეტად არ მინდოდა.
YOU ARE READING
სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლის
Romanceამბავი მოგვითხრობს გოგონაზე,რომელმაც ორი მისთვის უძვირფასესი ადამიანი დაკარგა.ამ ადამიანების სიკვდილი განზრახ იყო ჩადენილი.რა მოხდება როდესაც მიას მეგობრის ძმას შურისძიება მოწყურდება? ამას თავად ნახავთ...❤️