თავი 15

1.4K 67 14
                                    

*ჰარის თვალთახედვით*
მისმა სიტყვებმა გამამწარა.გული მატკინა, მაგრამ მეც არ დავაკელი...საშინელი რაღაცეები ვუთხარი.როდესაც ის საპირფარეშოდან გავარდა,ვიგრძენი რომ მე ის დღეს დავკარგე.სამწუხაროდ ყველაფერს მაშინ ვიაზრებთ და ვხვდებით, როდესაც გვიანია.სარკეში საკუთარ თავს შევხედე და ჩემი და გამახსენდა.თვალიდან სიმწრის ცრემლი ჩამომვარდა.ამის გამო კი მუშტი მთელი ძალით ვთხლიშე სარკეს.ხელი გამეჭრა, მაგრამ არ მაინტერესებდა.ეგრევე გარეთ გამოვარდი.მისი ნახვა მინდოდა,მაგრამ არსად ჩანდა.ბავშვები მე მიყურებდნენ.ზოგი შეშინებული იყო ზოგიც გაკვირვებული.
-რა გჭირს ჰააზზ?-მომვარდა ელენა და ჩამეხუტა.მე კი უხეშად მოვიშორე და კოლეჯიდან გავარდი.მიას ნახვა მჭირდებოდა,მისი ჩახუტება,მაგრამ ის აქ არ იყო.ეს რა სისიულელები გავაკეთე....მანქანაში მალევე ჩავჯექი და მთელი სისწრაფით მის სახლისკენ წავედი....

*მიას თვალთახედვით*
ჩემს ოთახში ვიყავი და ვტიროდი უკვე ისტერიკაში გადამდიოდა...ჰარი სტაილსი მეზიზღებოდა, მაგრამ მაინც მომწონდა..ეზოდან ხმაური შემომესმა.ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე ჰარი თუ როგორ ცდილობდა დაცვისგან თავის დახსნას.მაშინვე ქვემოთ გავიქეცი.ეზოში გავედი თუ არა მისი ჩაწითლებული თვალები ჩემსას შეხვდა.
-ხელი გაუშვით.-ვუბრძანე ოთხ ბიჭს, რომლებიც ჰარის იჭერდნენ.
-მაგრამ მი...
-გაუშვით მეთქი.-დავიკივლე თუ არა ეგრევე შეუშვეს ხელი ჰარის.ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა.ძალიან მაკლდა მაგრამ არა!არ შეუძლია ესე მოქცევა.ამიტომ მოვიშორე.
-მარტო დაგვტოვეთ!-ვთქვი თუ არა ეგრევე დაიშალნენ.
-მია გთხოვ...
-რას?რას მთხოვ ჰარი?შენ მე გულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკენ.რა დაგიშავე?ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩდი.ხან თბილად მექცევი ხან კი საშინლად.თავადაც არ იცი რა გინდა ჰარი.
-მაგრამ მე ვწუხვარ.საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ.არ ვიცი გაბრაზების დროს რას ვლაპარაკობ გთხოვ მაპატიე.-მის ცრემლებზე მეც ამეტირა.
-შენ მე გამტეხე,გული გამიტეხე!მეზიზღები  რადგან ისევ მაქვს შენს მიმართ გრძნობები.ამ ყველაფრის გამო კი საკუთარი თავიც შემზიზღდა ჰარი!ვიცი ახლა იფიქრებ რომ გრძნობებში გამოგიტყდი და ზედმეტად სულელი ვარ, რადგან შენნაირი ადამიანი მომეწონა.არც მე ვიცი ეს როგორ მოხდა...-ისევ გადმომიგორდა თვალიდან ცრემლი.ჩემთან მოვიდა და ისევ ჩამეხუტა.მე კი არ შევწინაღმდეგებივარ...
-შენ არ იცი რას ვგრძნობ მე მია..შესაძლოა ითქვას რომ შენნაირად ვგრძნობ.მაგრამ ვერაფრით ვხვდები ეს ეს როგორ მომხდა...-მოვშორდი და თვალებში ჩავხედე მერე კი უბრალოდ სახლში შევედი...
ეს რა გავაკეთ...როგორ ვაღიარე ის გრძნობა რომელშიც მეთვითონ არ ვარ გარკვეული..ნუთუ მე ჰარი მართლა მომწონს?მშვენივრად იცის ჩემმა გულმა რომ ეს ასეა.მაგრამ ტვინი სხვაგვარად ფიქრობს...

სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლისWhere stories live. Discover now