თავი 23

1K 48 14
                                    

*მიას თვალთახედვით*
თვალები ძლივს გავახილე.მაშინვე გამახსენდა თუ რაც მოხდა და კანკალი დამეწყო.თვალები კი თბილი მარილიანი სითხით ამევსო.არ ვიცი ვინ გამიტაცა, მაგრამ მართლა ძალიან ვდარდობ.ნეტავ მალე მიპოვონ და წამიყვანონ აქედან.გარშემო რომ მიმოვიხედე პატარა ოთახში ვიყავი,რომელიც შავ ფერებში იყო გაწყობილი.არაფერი არ იყო გარდა პატარა საწოლისა,რომელზეც მე ვიწექი.სრულ სიბნელეში ვიყავი და ვკანკალებდდი.ვიფიქრე ფანჯარას მოვძებნი და იქიდან გადავძვრებითქო,
მაგრამ რათ გინდა?არც ფანჯარა იყო.ვფიქრობდი ჰარიზე,მის ჩახუტებაზე.ძალიან მინდოდა რომ აქ ყოფილიყო და წავეყვანე.ფიქრებში გართულს ვერც კი გავიგე როგორ შემოვიდა ოთახში ვიღაც ადამიანი.ვერ ვხედავდი, რადგან არ ჩანდა.უცბად სინათლე აინთო.მე კი ხელი თვალებზე ავიფარე.დიდხანს ვიყავი სიბნელეში და შეჩვევა მჭირდებოდა სინათლესთან.
-აბა ჩემო საყვარელო როგორ გრძნობ თავს?-თვალი გავახილე და ჩემს წინაშე დავინახე ის ადამიანი რომელზედაც მსგავს რამეს ვერ წარმოვიდგენდი.როგორ შეეძლო ჩემი გატაცებ?ის მხიარული და სიყვარულით სავსე ალექსი რომელსაც ვემეგობრებოდი,რომელსაც ძალიან ვუყვარდი სადღაც გამქრალიყო.
-ხმის ამოღებას არ აპირებ ძვირფასო?-მომიგო და მომიახლოვდა.
-რა გინდა რომ ვთქვა ალექს?საერთო რა ჯანდაბაა?აქ რატომ ვარ?
-ხმის ტონს დაუწიე საყვარელო.ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხს.აქ იმიტომ ხარ რომ მე ასე მინდა.შენ ჩემი იყავი.მე მიყვარდი...შენ კი რა ქენი?გული გამიტეხე და იმ ნაბიჭვარში გამცვალე...ალბათ ახლა არც კი იცის რომ მისი სიყვარული,აქ ჩემთან ერთად არის,თორე მამამის
მიაგდებდა და აქ გამოიქცეოდა...მაგრამ ვერ შეძლებს შენს პოვნას,რადგან გადაკარგულში ვართ და შენ სამუდამოდ აქ დარჩები ჩემს გვერდით და ერთად ვიცხოვრებთ.გვეყოლება შვილები,გოგო და ბიჭი და ვიქნებით ბედნიერი ოჯახი.-მისი სიტყვებით შეშინებული ვიყავი..საიდან იცის ჰარის მამაზე?ან საერთოდ რა ოჯახზე ლაპარაკობს?
-საიდან იცი ჰარის მამის...-არ დამასრულებინა.
-ჩემი დავალებით ესროლეს მამამის.-ყურებს არ ვუჯერებდი.
-რას ამბობ ღმერთო სულ შეიშალე? როგორ შეგეძლო როგორ?გაგიჟდი ხო?ფსიქიატრიულშია შენი ადგილი!-
დავუყვირე და სიმწრისგან გამოწვეული ცრემლები უხეშად მოვიშორე.ნუთუ ალექსმა ჰარის მამის მკვლელობა სცადა?ღმერთო როგორ საფრთხეს წარმოვადგენ ჰარის ოჯახისთვის.რა გავაკეთო?
-დამშვიდდი ძვირფასო გადარჩა და ფსიქიატრიულში ჰარის დააწვენენ რადგან ვეღარასდროს გნახავს!-გაეცინა და ეშმაკურად გამიღიმა.
-რატომ?რატომ აკეთებ ამას?რა დაგიშავეთ ან მე ან ჰარიმ ისეთი რომ ასე გვტანჯავ?რა გინდა?
-რა დამიშავე?ჰარიმ რა დამიშავა?ყველაფერი გააკეთა და შენი თავი წამართვა!იცი რას ვგრძნობდი როდესაც მასთან ერთად გხედავდი მომღიმარს?როდესაც ის გეხებოდა,გკოცნიდა?გული მტკიოდა.და შენ რა დამიშავე?არ გიყვარდი,არც კი მოგწონდი, მაგრამ შეყვარებულობაზე დამთანმხდი.. რამოდენიმე დღის შემდეგ კი გამომიცხადე რომ სხვა გიყვარდა და ეს სხვა ჰარი აღმოჩნდა.აი ეს დამიშავეთ!-იყვირა გაბრაზებულმა.
-მართალია არ უნდა დავთანმხებულიყავი შენთან ერთად ყოფნას,მაგრამ შენ მითხარი რომ მთავარი ჩემი ბედნიერება იყო.-მისი სიტყვები შევახსენე.
-მართალია ეს გითხარი,მაგრამ გადავიფიქრე როდესაც ელენას ველაპარაკე.
-ელენა რა შუაშია?-დავიბენი.ფიქრები ერთმანეთში ამერია.
-მას შეყვარებული წაართვი მია!იცი მაინც როგორ ტკენდა ელენას ჰარის საქციელი გულს?ჰარი სულ მასთან იყო,კოცნიდა ეხუტებოდა,სექსიც კი ქონდათ,მაგრამ ერთდღეს გამოჩდი შენ და ყველაფერი აურიე ელენას ცხოვრებაში,ჰარისაშიც და ჩემსაშიც!-ვგრძნობდი რომ მისი სიტყვებით ცუდად ვხდებოდი...
-რას ამბობ ალექს ანუ რას იძხი რომ ყველაფერი ჩემი ბრალია?როგორ შეგიძლია ეს მითხრა?მართალია ელენა არ არის კარგად,მაგრამ ჰარის ის არ უყვარს მე ვუყვარვარ.მე კი შენ არ მიყვარხარ, რადგან ჰარი მიყვარს და მუდამ ესე იქნება!
-გაჩუდი,გაჩუმდი ამას ნუ იძხი გაჩუდი გაჩუმდიი...-ღრიალი დაიწყო ეს ღრიალი კი ისტერიულ სიცილში გადაუვიდა.ძალიან შემეშინდა გიჟივით იქცეოდა.უცბად ოთახში მისი მეგობრები შემოვიდნენ, სამმა გააკავა, ერთმა კი ნემსი გაუკეთა.დავინახე როგორ დამშვიდდა.ეს ჩემი შანსი იყო,კარი ღია იყო,ამიტომ წამოვდექი და გავიქეცი,კარებს გავცდი კიბეები ჩავირბინე,მაგრამ ვიღაცამ მკლავში ჩამავლო ხელი.
-სად მირბიხარ ქალბატონო?შენ გგონია ესე მარტივად გაგიშვებთ?ჯერ კარგად გიხმართ შე ძუკნავ.-მითხრა ერთ-ერთმა და ისევ ოთახში ამათრია.ხმას ვერ ვიღებდი.შიგნით შემაგდო, კარები ჩაკეტა.მე კი იატაკზე გაყინული და განადგურებული ვიჯექი და ვფიქრობდი მომავალზე.თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ჰარის გარეშე...

სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლისWhere stories live. Discover now