თავი 11

1.5K 73 25
                                    

*მიას თვალთახედვით*
ძალიან შეშინებული ვიყავი.პირველად ვხედავდი ესეთ გაბრაზებულ ჰარის.არც კი ვიცი როგორ დავახასიათო.თვალები ჩაშავებოდა,საკუთარ თავს საერთოდ არ გავდა.როდესაც მიხვდა რაც ჩაიდინა მას მოშორდა და ჩემსკენ დაიწყო სვლა.მე კი შეშინებულმა უკან დავიხიე.შეშფოთებული კარადას ეცა.ვისკის ბოთლებს ხელი დასტაცა და ოთახიდან გამწარებული გავარდა.დავინახე ჯასპერი,რომელიც სისხლისგან იცლებოდა.პანიკა დამეწყო. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.სახლიდან გავარდი იმის იმედით რომ ვინმეს ვიპოვიდი.ჩემდა საბედნიეროდ ტრასაზე მანქანა გამოჩდა.გზისკენ გავიქეცი და მანქანის გაჩერება ვცადე.მძღოლმაც აღარ დააყოვნა და გაჩერდა.იქიდან კი ახლაგაზრდა გოგონა გადმოვიდა.
-დახმარება ხო არ გჭირდებათ?-მკითხა უცნობმა.
-დიახ თუ შეგიძლიათ ის სისხლისგან იცლება... გთხოვთ დამეხმარეთ.-დავინახე თუ როგორ ანერვიულდა. მანქანისკენ გაიქცა საბარგული გააღო და იქიდან პირველადი დახმარების ნივთები გადმოიტანა.თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით სახლისკენ.შიგნით შევვარდით.გოგონა პირდაპირ ჯასპერთან მივიდა.პირველადი დახმარების ყუთი გახსნა და ჭრილობების დამუშავება დაიწყო.ეს პროცესი დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა.ძალიან განვიცდიდი ჯასპერის იმწამინდელ მდომარეობას,მაგრამ ჩემი ფიქრები ჰარისკენ მიისწრაფვოდა.ნეტა სად იყო?ხო კარგად იყო?ფიქროდან გოგონას ხმამ გამომიყვანა.
-მძიმედ არის,მაგრამ კარგად იქნება.
-დიდი მადლობა დახმარებისთვის.
-ეს არაფერია ძვირფასო,მაგრამ სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში შესაძლოა ტვინის შერყევაც ქონდეს...
-დიახ როგორც თქვენ იტყვით.
-კარგით მაშინ მანქანას ახლოს მოვიყვან რომ მისი გადაყვანა მარტივად შევძლოთ.-საპასუხოდ თავი დავუქნიე.

888
15 წუთიანი წვალების შემდეგ მოვახერხეთ და ჯასპერი მანქანაში ჩავსვით.გოგონას რომელსაც ნინა ერქვა მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე.მისი ტელეფონის ნომერი დამიტოვა და წავიდა.

სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლისWhere stories live. Discover now