თავი 14

1.3K 72 24
                                    

*მიას თვალთახედვით*
დილით ქეროლის ხმამ გამაღვიძა.მეუბნება რომ უკვე რამოდენიმე დღეა კოლეჯს ვაცდენ,ამიტომ უნდა წავიდე.მეც აღარ დავაყოვნე და სააბაზანოში შევედი. იქიდან გამოსულს კი ტანსაცმელი ავარჩიე და ჩავიცვი.
ქვემოთ ჩავედი ვისაუზმე,მერე კი კოლეჯისკენ წავედი.რათქაუნდა ჯეიც და ჯასტინიც აქ იყვნენ.დავუბრუნდი ძველ ცხოვრებას.მაგრამ მასში რაღაც იყო შეცვლილი.თითქოს ვიღაც მეკლდა.ფიქრები გავფანტე,მანქანიდან გადმოვედი და კოლეჯში შევედი.ყველა მე მიყურებდა.რაც არ მსიამოვნებდა...ჰარიც შევამჩნიე,რომელიც ჩემსკენ დაიძრა, მაგრამ მე უცბად გოგოების საპირფარეშოში შევედი.არ მინდა მასთან საუბარი,რადგან არ მინდა მასთან ჩხუბი.შესაძლოა ის სიტყვები რაც მან მითხრა,სიმთვრალეში თქვა, მაგრამ ადამიანები სიმართლეს ხომ მხოლოდ სიმთვრალეში ამბობენ?ეს ფაქტი კი უფრო გულს მტკეენდა.ცუდია ჯიჯი აქ რომ არ არის,
მაგრამ მახარებს რომ ახლა ისვენებს და ერთობა.
საპიფარეშოდან რომ გამოვედი ვიღაც მთელი ძალით შემასკდა,რის გამოც დავეცი,ის კი ჩემს ზემოდან დავარდა.
უცბად წამოხტა და მეც წამომაყენა.
-მაპატიე ვერ დაგინახე რამე ხომ არ იტკინე?
-არა.-მოკლედ მოვუჭერი.
-უი ხო მე ალექს ნოველი ვარ.
-სასიამოვნოა ალექს მე მია გრეისი.
-ჩემთვისაც.ამ...მია ხომ არ იცი ბიოლოგიის ლექცია რომელ კაბინეტში ტარდება?
-კი მეც ეგ ლექცია მაქვს. წამოდი ერთად წავიდეთ.
-კარგი.-ერთმანეთს გავუღიმეთ და ბილოგიის კაბინეტში შევედით.

დავინახე ჰარი რომლის გვერდითაც ის ძუკნა იჯდა და თმაზე ეფერებოდა.ნერვები ამეშალა.
ვიცოდი რომ ამაზე რეაგირება არ უნდა მქონოდა,მაგრამ ვიგრძენი თვალები ცრემელბით როგორ ამევსო.გამახსენდა მისი შეხება,კოცნა,ჩახუტება,კიდევ ის გამახსენდა რომ ჩემზე ორჯერ აწია ხელი და საშინელებები მეძახა.საბოლოოდ კი ჩემაა ცრემლმა ჩემს ლოყაზე გაიკვლია გზა.
-ჰეი მია რატომ ტირი?-მკითხა გაოცებულმა ალექსმა.
-ამმმ..მე დედა გამახსენდა.-მოვიდა და ჩამეხუტა.გამიკვირდა,მაგრამ საბოლოოდ მეც მოვხვიე ხელები.
-მეც ვგრძნობ ზუსტად იგივეს რასაც შენ მია.
-ვწუხვარ.-ცრემლები მოვიწმინდე.
-ხალხოოო ახალი წყვილი გვყავსს.-დაიძახა ელენამ თუ არა ყველას მზერა ჩვენსკენ იყო.
-და შენ რომ დაყენდე და სხვის ცხოვრებაში და საქმეში არ ჩაერიო არა?-ხმამაღლა ვუთხარი.ჰარის გავხედე რომელიც საკუთარ თავს არ გავდა და აი ისევ ჩვენმა განუმეორებელმა ბნელნმა ჰარიმ გაიღვიძა.
-მათ ნუ მიაქცევ ყურადღებას ალექს საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ,სწორედ ამიტომ ერევიან სხვისაში.
-არც ვაქცევ.-გაეცინა მერე კი ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.მთელი ამ დროს განმავლობაში ვგრძნობდი მზერას რომელი არ მასვენებდა.ამდენს ვეღარ გავუძელი ფეხზე წამოვდექი და საპირფარეშოში გასვლა ვითხოვე...

სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლისWhere stories live. Discover now