-მიაა!-გავიგე ის ხმა რომლის გაგებაც ყველაზე მეტად არ მინდოდა.ეს ხმა კი მამაჩემს,პიტერ გრეისს ეკუთნოდა.მისკენ მივიხედე და რას ვხედავ მთელი თავისი თანამშრომლებით და დაცვით მადგას თავზე.
-შვილო როგორ ხარ?მოვკლავ იმ ნაბიჭვარ სტაილს!-გავგიჟდი უფრო სწორედ გავცოფდი.
-რას იზავ?-დავუყვირე.
-მოვკლავ.-თქვა და იარაღი ამოიღო.
-არც კი გაბედო თორე მაგ უტვინო ტვინს ჩემი ხელით ამოგიღებ და გაჭმევ.შემდეგ კი შენ მკვდა სხეულს დავწვავ.ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში შენ მეზიზღები.არამზადავ,უპასუხისმგებლო, ნაბიჭვარო ნაგავო!ვერ გიტან!გული მერევა შენ რომ გიყურებ.არარაობა ხარ! შენს გამო... შენი ძალადობის გამო არ არის ცოცხალი დედაჩემი.შენი ნაბიჭვრული ბიზნესის გამო და შენი ბინძური სულის გამო აღარ არის ჩემი მეგობარი ცოცხალი.რატომ უნდა იწვნენ ისინი იქ და შენ აქ რატომ უნდა იდგე.გარეწარი ხარ მეზიზღები.იცოდე ჰარის რამეს თუ დაუშავებ შენს კომპანიას გადავწვავ, სახლსაც დავწვავ,შენც დაგწვავ და თავსაც დავიწვავ.აღარ მოგცემ უფლებას ჰარის ოჯახი მეორედ გაანადგურო!-გამწარებული ვიყავი თავს ვერ ვაკონტროლებდი და ამდენი ხნის დაგროვილი ბოღმა საავადმყოფოს დერეფანში,ამდენი ხალხის თანდასწრებით ვანთხიე პიტერზე.პიტერმა რათქმაუნდა სახეში გამარტყა.
-იცი რატომ უყვართ ადამიანებს მიწის სურნელი?-უცბად დავსვი ეს შეკითხვა, რაზეც მამაჩემმა და მისმა დაცვის თანამშრომლებმა გაკვირვებული შემომხედეს.
-იმიტომ რომ იქ ისინი არიან ვინც უყვართ.-თვალიდან სიმწრის ცრემლი გადმომივარდა.მოვტრიალდი უნდა წამოვსულიყავი როდესაც პიტერმა დამიძახა.
-მია შვილო მაპატიე ზედმეტი მომივიდა.
-ახლა მიხვდი ამას?-სარკაზმით სავსე ტონით მივუგე.
-სახლში დაბრუნდი!
-არავითარ შემთხვევაში შენ გგონია მანდ დავბრუნდები?ძალიან ცდები მამიკო.-ამ ყველფრის მერე კიდევ ბედავს და სახლში მისვლას მთხოვს.
-ან სახლში დავბრუნდები ან ჰარის მოვკლავ. აირჩიე ძვირფასო!-ახლა თვითონ მომიგო სარკასტული ტონით.
-მაშანტაჟებ კიდეც პიტერ?-გამეცინა.
-სწორედ მიხვდი!ახლა კი ან სახლში წამოხვა ან ჰარის საფლავზე წავალთ ერთად!
-კარგი,მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით!-ვიცოდი რომ სულ ჰარის სიკვდილით დამაშანტაჟებდა.
-ამის მერე ჰარის სიკვდილით არ დამემუქრები!
-მაწყობს!ახლა კი დროზე,ჯეიქობ წამოიყვანე.-გასცა ბრძანება თუ არა დალურჯებული ჯეიქობი მოვიდა ჩემთან.ეს ყველფერი ჩემს გამო აქ.
-მაპტიე ჯეი ეს უბრალოდ მაპატიე.-ავტირდიზ
-არაფერია მია.გთხოვ არ იტირო ახლა კი წამოდი თორე მართლა მოგვკლავს მამაშენი.
-კარგი.-ამის მერე ისევ იმ საშინელებათა კოშკში დავბრუნდით.სიმართლე გითხრათ აქ მხოლოდ ორი ადამიანი მიყვარს ჯეი და ქეროლაინი.ქეროლმა ჩემს დანახვაზე ხელსახოცები იქვე მიყარა და ჩასახუტებლად გამოიქცა.
-მია ჩემო გოგო ძალიან ვინერვიულეთ სად იყავი ჩემო პატარავ.-მთელი ძალით მიხუტედა თან თმებზე მეფერებოდა.
-არაფერია ქერ მთავარია ახლა კარგდ ვარ. გთხოვ ძალიან დაღლილი ვარ,ამიტომ ჩემს ოთახში ვიქნები.(მე)ახლა მართლაც მჭირდება ფიქრი და განტვირთვა.ეგრევ ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე წამოვწექი.ფიქრები როგორ ყოველთვის ჰარისკენ მიქროდა.ამ ფიქრებში კი ვიკარგებოდი...პასუხებს ვეძებდი ჰარის ქცევწბზე,მის თითოეულ სიტყვებზე,მაგრამ ვერაფერს ვპასუხობდი.მან ისეთი სიტყვები მეძახა რომ გული ძალიან მეტკინა.არ ვიცი როგორ ავღწერო ეს ტკივილი.რათქაუნდა ეს ჯემაზე და დედას წასვლაზე მტკივნეული არ ყოფილა,მაგრამ არც ნაკლები იყო.უფრო სხვანაირი გრძნობა იყო.თოთქოს საყვარელი ადამიანი გულში ნემსს გასობს და გულს ნაფლეთებად აქცევს.შეიძლება ესეთი რეაქცია არ უნდა მქონდეს მაგრამ ამ ყველაფერს ვგრძნობდი.
YOU ARE READING
სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლის
Romanceამბავი მოგვითხრობს გოგონაზე,რომელმაც ორი მისთვის უძვირფასესი ადამიანი დაკარგა.ამ ადამიანების სიკვდილი განზრახ იყო ჩადენილი.რა მოხდება როდესაც მიას მეგობრის ძმას შურისძიება მოწყურდება? ამას თავად ნახავთ...❤️