თავი 20

1.1K 56 20
                                    

ერთი საათის მერე მომზადება დავიწყე. ჰარი მკაცრად მეუბნებოდა რომ გამომწვევი არაფერ ჩამეცვა,მაგრამ მე ტოპები მიყვარს და რა გავაკეთო?
ამიტომ მწვანე გრძელმკლავიანი სალათისფერი ტოპი მოვირგე სხეულზე.ჯისებიც ამოვიცვი და კმაყოფილი ჩავიხედე სარკეში.
ჰარის ისევ გადაძრომა მოუხდა.მეცინებოდა რადგან მაიმუნივით დახტოდა აქეთ-იქით.პარკში რომ მივედით ყველა ატრაქციონზე დავსხედით.ბევრს ვხალისობდით.ბოლოს დაჭერობანაც კი ვითამაშეთ.მე მივრბოდი ჰარი მომდევდა.როდესაც დამიჭირა დამაბზრიალ და შუბლზე მაკოცა.ხალხი მომღიმარი სახით გვიყურებდა.მე კი ძალიან ბედნიერი ვიყავი.მაგრამ ბედნიერება სწორედ მაშინ დასრულდა როდესაც პიტერი და მასთან რამოდენიმე დაცვა დავინახე.
-ოხ ამას ვის ხედავს ჩემი თვალები...სტალს როგორ ხარ?-ამოილაპარაკა.
-აქ რა გინდა?!-მკაცრი ტონით მივუგე.
-შენს წასაყვანად მოვედი ძვირფასო.-დაცვას ჩემზე ანიშნა, მაგრამ ჰარი წინ დამიდგა.
-ის ჩემთან რჩება.-თქვა მკაცრად და მუშტები მოკუმა.
-რას იყურებით დროზე მოკიდეთ ხელი და წამოიყვანეთ.-იყვირა პიტერმა.დაცვამ ხელი ჩამკიდა და ჰარის გამომგლიჯა.
-ჰარიი.-ამოვიქვითინე.
-ხელი გაუშვი შე ნაბიჭვარო.-ჩემსკენ გამოიბრძოლა,მაგრამ დანარჩენებმა გააკავეს.პიტერი მასთან მივიდა და მთელი ძალით დაარტყა სახეში,შემდეგ კი მუცელში.
-არაა ჰარიი...პიტერრ გთხოოვ თავი დაანებე.-ვკიოდი რადგან ჰარის ტკივილს მეც ვგრძნობდი.
-გთხოვ მას შეეშვით.
-არა!შენ სულ გაგიჟდი როდესაც მას შეხვდი!როგორ გაბედე და ჩემს მტერთან დაწექი?შენ პატარა კახპა.-ჩემთან მოვიდა და სახეში ხელი გამარტყა.
-შე სირო ნაბიჭვარო როგორ ბედავ და მასზე ხელს წევ.-ღრიალებდა ჰარი.დაცვას ხელიდან დაუსხლტა და პიტერს ეცა.ხალხი გაოგნებული უყურებდა ამ სანახაობა.
-ჰარიი გთხოვ დამეხმარე.-მივძახე რადგან დაცვა მანქანაში ძალით მსვავდა.ამომხედა თუ არა ჩვენთან მოვარდა.დაცვას ერთი უთავაზა მერე კი ჩემთან ახლოს მოვიდა ჩამეხუტა.მე კი ტირილი დავიწყე.
-მაპატიე პატარავ მაპატიე არ მინდა რომ შეგეშინდეს მე შენთან ვარ.-მამშვიდებდა და თმაზე მეფერებოდა.
-კარგდ ხარ?ძაან გტკივა?-ვუთხარი როდესაც მზის დასისხლიანებულ სახეს ავხედე.
-არაფერია პატარავ შენ ხომ კარგად ხარ?
-კი კი.-დავინახე როგორ წამოდგა პიტერი.
-რათ გინდა ჩემი შვილი? ჩემი ბიზნესის ჩაძირვა გინდა ხო?მოგკლავ შე ნაბიჭვარო.-ჩვენსკენ წამოვიდა.მე კი ჰარის წინ გადავუდექი.
-პიტერ მისმინე...რაც ჰარის გაუკეთე იმის შემდეგ კიდევ აქეთ იმუქრები?თავი დაგვანებე.შენი ბიზნესი არაფერში ჭირდება ჰარის,თავისიც აქ!ძალიან გთხოვ...ღმერთის სულ ოდნავ მაინც თუ გწამს შეგვეშვი.მე ის მიყვარს გესმის?ერთმანეთი შეგვიყვარდა ეს კი დანაშაული არ არის.სიყვარული დანაშაული არ არის პიტერ.შესაძლოა ამით მე ჰარი საფრთხეში ჩავაგდე,მაგრამ გულს ვერ უბრძანებ.გთხოვ უბრალოდ თავი დაგავანებე და მოგვეცი უფლება რომ ბედნიერები ვიყოთ.-სიმწრის ცრემლები ჩამომიგორდა ლოყებზე.
-აჰა ესეიგი ბედნიერი გინდა იყო ხო?გიყვარს ხო?ხოდა ჩემი სახლიდან გაეთრევი და იქ მოსვლას არც კი გაბედავ! ის ხომ ბედნიერებას განიჭებს?ხოდა მასთან იცხოვრე.ჩათვალე რომ მამა აღარ გყავს!-მომაძახა გამწარებულმა.
-მე მამა არც არასდროს მყოლია პიტერ, ამიტომ ამის პრობლემა არ მაქვს და იცი რა ჩემს ნივთებს ავიღებ და წავალ,რადგან გული მერევა იქ სადაც ვცხოვრობ!-ვუყვირე.
-და შენ გგონია მისი გადმოსვლა არ მინდა.ის ჩემთან იცხოვრებს და კონტრაქტს რომელიც გავაფორმე ვაუქმებ!თვალით არ დაგვენახო.აიღე შენი წილი და გააჯვი აქედან!-ხელი მომკიდა და იქიდან წამომიყვანა.მანქანაში რომ ჩაჯდა ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-ჰარი დამშვიდდი ყველაფერი კარგა იქნება. მე შენთან ვიქნები სამუდამოდ.-მისკენ გადავიხარე და კალთაში ჩავუჯექი.
-მართალი ხარ პატარავ შენ ჩემთან იქნები სამუდამოდ.იცი გამიხარდა ეს ყველაფერი რომ მოხდა აღარ მოგვიწევს დამალვა.
პატარავ ახლა ჩვენს სახლში წავიდეთ თორე ძალიან დავიღალე.-მითხრა და მანქანა დაქოქა.
-კარგი ჩემს ნივთებს ხვალ გადმოვიტან.
-არა შენ არსად წახვალ.
-მაშინ ქეროლს დავურეკავ და ის მომიტანს.
-კარგი...ძალიან მიყვარხარ მია.
-მეც ძალიან მიყვარხარ ჰარი.-ტუჩებზე ვეამბორე.ბოლოს ჰარის სახლში წავედით.როგორც კი მივედით ეგრევე შიგნით შევედით,გამოვიცვალეთ.მე ჰარის მაისური მეცვა.ბოლოს კი ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა.

სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლისWhere stories live. Discover now