თავი 10

1.5K 73 17
                                    

*მიას თვალთახედვით*
დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს.ვგრძნობ რომ ვიღაცას ხელები მჭიდროდ აქვს ჩემს ტანზე მოხვეული.გვერდზე ვიხედები და ვხედავ ჰარის.ის ისეთი სიმპატიურია.მაგრამ არა რა დროს ეს არის?საწოლიდან სწრაფად წამოვხტი.ჰარი კი გიჟივით წამოვარდა.
-რა ხდება?-იკითხა
-რა რახდება? აქ საერთოდ რა გინდა?ერთად რატომ გვეძინა?-გაეცინა.
-გუშინ აქ მე ამოგიყვანე,ვიფიქრე შენთან ერთად დავიძინებდი....
-ამ კარგი.სახლში არ გამიშვებ?
-არავითარ შემთხვევაში!!!
-კარგი რა ჰარი აქ რამდენხანს უნდა გამომამწყვდიო?
-არ ვიცი მაგრამ აქედან არსად წახვალ!სანამ მამაშენს ბოლოს არ მოვუღებ.
ახლა კი შხაპი მიიღე და ვისაუზმოთ უკვე რამოდნეიმე დღეა საჭმელი არ გიჭამია.
-კარგი.-ოთახიდან გავიდა მე კი პირდაპირ სააბაზანოში შევედი.ნახევარი საათის შემდეგ ტანისამოსი ავარჩიე და ჰარის დავუწყე ლოდინი.შავი სპორტული შარვალი და ლურჯი ზედა მეცვა.ზუსტად 15 წუთში ჰარიც ამოვიდა და მითხრა რომ საუზმე მზად იყო.ქვემოდ ჩავედით, მაგიდას მივუსხედით და ფრანგული ტოსტის დაგემოვნება დავიწყეთ.რამოდენიმე წუთში ჩვენი სიმყუდროვე კარზე ზარის ხმამ დაარღვია.ჰარი ფეხზე წამოდგა და კარებისკენ წავიდა.ზუსტად ორ წუთში უკან ჩემთვის უცნობ ბიჭთან ერთად დაბრუნდა.უცნობი ძალიან სიმპატიური გარეგნობის ბიჭი იყო.წაბლისფერი თმა და მწვანე თვალები ქონდა.

წაბლისფერი თმა და მწვანე თვალები ქონდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-მია ეს ჩემი მეგობარია ჯასპერი.ჯასპერ გაიცანი ეს მიაა.-მომხიბვლელად გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა.-მომიგო და გაიღიმა.
-ჩემთვისაც.-ნაზად გავუღიმე.შემდეგ კი ერთად შემოვუსხედით მაგიდას.ჯასპერი უკეთ გამეცნო.მასზე ბევრი რამ მომიყვა.ძალიან საყვარელი იყო როდესაც თავის სასაცილო ისტორებს იხსენებდა.აქ ყოფნის პერიოდში მან პირველად შეძლო ჩემი გაღიმება.მალევე მისაღებ ოთახში გადავინაცვლეთ,რომელიც შავ-თეთრ ფერებში იყო მოწყობილი და ეს ოთახს უფრო მყუდროს ხდიდა.მდივანზე დავსხედით.ჯასპერი გვერდით მომიჯდა და  მომაჯადოვებლად გამიღიმა.ჩვენს წინ კი ჰარი მოთავსდა.რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ჯასპერის ხელი ჩემს წელზე ვიგრძენი.არ მესიამოვნა და შევიშმუშნე.თუმცა ის მაინც თავისას აგრძელებდა. ვერ წარმოიდგენთ იმ წამს როგორ მაღიზიანებდა მისი ამაზრზენული საქციელი და როგორ მინდოდა მისი ხელის მოშორება.თუმცა ჯასპერისთვის ამის თქმას ჰარის წინაშე ვერ ვბედავდი.ვიცოდი რომ ამაზე ჰარის ცუდი რეაქცია ექნებოდა,ამიტომაც ჯასპერის ბინძური ხელის მოსაშორებლად მარტო ყოფნა ვარჩიე და ჰარის სამზარეულოში გასვლა და წყლის მოტანა ვთხოვე.თავიდან გაუკვირდა,მაგრამ ოთახი მაინც დატოვა.ამ შემთხვევით ვისარგებლე და მისი ბინძური ხელი ჩემი სხეპულიდან ანერვიულებულმა მოვაშორე.თუმცა ჩემმა აგრესიამ მასზე არ იმოქმედა და მეორე ხელიც მომხვია.ზუსტად მაშინ ვიგრძენი თუ რა აზრები უტრიალებდა მას თავში.

*ჰარის თვალთახედვით*
როდესაც მიამ ოთახიდან გასვლა მთხოვა გამიკვირდა.ვგრძნობდი თუ როგორი დაძაბული იჯდა,მაგრამ ამ დაძაბულობას ღიმილით ფარავდა.ფეხზე წამოვდექი და ოთახი დავტოვე.მაინტერესებდა თუ რა იყო მისი ანერვიულების მიზეზი,ამიტომ ოთახში მალევე დავბრუნდი.ჩემს წინ საშინელი სანახაობა გადაიშალა.დავინახე თუ როგორ ინტიმურად ეხებოდა ჯასპერი მიას.
არ ვიცი რა დამემართა.გავმწარდი.
ვგრძნობდი თუ როგორ ვკარგავდი მოთმენის უნარს.სიმწრისგან ჭიქას იმდენად მოვუჭირე რომ ხელში შემომეფხვშნა.ჯასპერმა მას ხელი მუხლზე დაადო და ნელ-ნელა ზემოთ დაიწყო სვლა.ეს უკვე ბოლო ზღვარი იყო.მივვარდი, საყელოში მოვქაჩე და მთელი ძალით მივახეთქე კარადას.მასთან ახლოს მივიწიე და გამწარებულმა მუშტი მოვუქნიე.ძირს დაეცა.ისევ მივუახლოვდი, მის ზემოდან მოვექეცი და უფრო ძლიერად დავიწყე მისი ცემა.მესმოდა თუ როგორ მიკიოდა მია.მეხვეწებოდა რომ გავჩერებულიყავი.მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი.უცბად მივხვდი რომ ჯასპერმა გონება დაკრგა.განრისხებულმა მიას გავხედე,რომელიც შეშინებულ ცრემლიან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.სწორედ მაშინ მივხვდი რაც ჩავიდინე და სასწრაფოდ მოვშორდი იმ ნაბიჭვარს....

სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლისWhere stories live. Discover now