თავი 17

1.4K 63 15
                                    


*მიას თვალთახედვით*
კოლეჯის მერე მე და ალექსი კინოში წავედით,შემდეგ კი კაფეში.საკმაოდ კარგად გავერთეთ...მაგრამ მე არ ვიყავი მთლიანად ბედნიერი.კაფეში ჰარი და ელენაც ვნახეთ.მთელი საღამო ჰარი მე მიყურებდა.მეც გავხედავდი ხოლმე. ძალიან მიჭირდა ტირილი რომ არ დამეწყო.რომ ვხედავდი თუ როგორ კოცნიდა ელენა მას,შიგნიდან ვკიოდი, ვწიოდი.გული მტკიოდა რადგან მე ჰარი მიყვარდა.არ ვიცი რა უნდა ვქნა.მე ის მინდა,მაგრამ ის სხვას ეკუთვნის.შემიყვარდა ის ადამიანი რომელიც არ უნდა შემყვარებოდა.შემიყვარდა ადამიანი რომელიც გატეხილია.მან დაკარგა ადამიანი,რომელიც ძალიან უყვარდა. ისევე როგორც...მისმა სიტყვებმა გამანადგურა.ვიფიქრე მთვრალი რომ იყო უბრალოდ ვერ გააცნობიარა რაც მითხრა, მაგრამ მან მე გული მატკინა როდესაც ფხიზელზეც იგივე გაიმეორა...
უნდა გითხრათ რომ ალექსმა შეყვარებულობა შემომთავაზა რაზეც დავთანხმდი.ახალი ურთიერთობა არ მაწყენდა.მეორე დღეს ალექსმა მომაკითხა.მართალია ჯეი არ მიშვებდა, მაგრამ ბოლოს დაგვთანხმდა.
ალექსმა ხელი გადამხვია და ისე შევედით კოლეჯში.თვალი მოვკარი ჰარის,რომელიც გაცოფებული იყო. აქეთ-იქით გიჟივით დადიოდა,მაგრამ ზეინი აწყნარებდა და იჭერდა.ყურადღება გადავიტანე.ალექსმა კლასამდე მიმაცილა,მას სხვა ლექცია ქონდა.წასვლამდე კი ტუჩზე წამიერად მაკოცა და თავისი ლექციისკენ გაემართა.

*ჰარის თვალთახედვით*
გავგიჟდი როდესაც იმ ნაბიჭვარმა მიას აკოცა.არ ვიცი რა დამემართა გიჟივი მივვარდი,ზეინმა ვეღარ გამაკავა.ვეცი იმ სირს და მთელი ძალით დავიწყე მისი ცემა.მიას კივილის ხმა მესმოდა...ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან ის ნაბიჭვარი.მიას ხელი მოვკიდე და საპირფარეშოში შევიყვანე.
-რაა ქენი ჰაარი?რატომ არრ მანებებბ თავს?-კიოდა თან მუშტებს მირტყადა.მივედი და გულში ჩავიკარი.მოშორებას ცდილობდა მაგრამ ჩემზე ძლიერი არ არის..
-გამიშვი ჰარი გამიშვიი!კინაღამ მოკალი ალექსი..კინაღამ ჩემი შეყვარებული მოკალი...-ამის გაგონება და ჩემი კანკალი ერთი იყო.მოვშორდი და ხელი ყურებზე ავიფარე.
-გაჩუმდი გაჩუმდიი ამას ნუ იძახი!ესე ნუ მექცევი მიაა გთხოვ ამას მუ ამბობ გთხოვ.-ვგრძნობდი რომ თვალები ცრემლებით მევსებოდა.ეს ცრემლები კი უზარმაზარი ტკივილის ცრემლები იყო.
-რატომ ჰარი რატომ გთხოვ გთხოვ თავი დამანებე ნუ მესაუბრები,ნუ მიყურებ, შემშევი და ცხოვრების უფლება მომეცი...-ეს თქვა და გარეთ გავარდა.იქვე ჩავიკეცი და თავი ხელებში ჩავრგე.ყველაფერი მტკივა.გული,სული, და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.ის სიტყვები რომ არ მეთქვა მისთვის ის ახლა ჩემი იქნებოდა....
საპირფარეშოდან გამოვედი.დავინახე თუ როგორ მიყურებდნენ აქ მყოფები,მაგრამ დავაიგნორე და კოლეჯიდან გავარდი...

სიძულვილი რომელსაც სიყვარული შეცვლისWhere stories live. Discover now