Fated (2)

442 61 117
                                    

ყველაზე ნორმალური ვარიანტი, მესამე იყო. თავისუფალი იქნებოდა, მისი ქონება ძმაზე გადავიდოდა, შესაძლებელი იქნებოდა ჰარისთვის რამე მოეთხოვა, მართალია სკანდალი აგორდებოდა, მაგრამ მონობას ისევ ჯობდა უმცროსი მეუღლე გამხდარიყო. მგონი ჰარიც არანაკლებ ეშმაკი იყო, მაგლების ოჯახში გაიზარდა, მაგრამ უკვე იცოდა, რომ მათ სამყაროში არათანაბარი ქორწინებაც არსებობდა... ასეთი ქორწინება ზედმეტად იშვიათი იყო, თუ გამოუვალ მდგომარეობაში არ იყო ჯადოქრარი, არავინ თანხმდებოდა არათანაბარ ქორწინებას.

ეს ნიშნავდა, რომ შენს მეუღლეზე და ყველა ჯადოქარზე დაბლა დგახარ, რომ მისგან უფლების აღების გარეშე სახლიდან გასვლა და ჯადოქრობაც კი არ შეგეძლო, რადგან ის შენს მაგიას აკონტროლებდა. ზოგადად ცერემონიის შემდეგ უმცროსი მეუღლე სრულ კონტროლს აძლევდა თავის თავზე უფროს მეუღლეს...

მაგრამ იყო, ერთი რამ რის გამოც ჰომოსექსუალი წყვილები ამას თანხმდებოდნენ, მაგია უმცროსს ყველანაირ უფლებას ართმევდა, მაგრამ იმით ასაჩუქრებდა, რომ უმცროს მეუღლეს შეეძლო დაორსულებულიყო და შვილი გაეჩინა. ნეტა ჰარიმ ესეც იცოდა?
დრაკოს გააჟრჟოლა, იმედი ჰქონდა, რომ არ იცოდა... თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა, სანამ დრაკოსაც არ მოუნდებოდა, მანამდე ბავშვი მაინც არ ჩაისახებოდა.

მერლინმა და მორგანამ დაიფაროს, პოტერისთვის შვილის გაჩენას არ აპირებდა!

მაგიური ქორწილი, სამინისტროს ქორწილისგან განსხვავებით, სამუდამო იყო და გაყრა შეუძლებელი იყო... ნეტა ეს მაინც იცოდა პოტერმა?

დრაკომ თვალები დახუჭა, ამოიოხრა და მაგიდაზე დადებულ ხელებში თავი ჩარგო.

არა, მონობას ან აზკაბანს ვერ განვიხილავს, ძმას მემკვიდრეობის გარეშე ვერ დატოვებს, მალფოებისთვის ოჯახი ყოველთვის ყველაზე წინ იდგა, საკუთარ სიცოცხლეზე წინაც კი.

მაგრამ არც მისი უმცროსი მეუღლეობა სურდა, იმის წარმოდგენაზე, რომ მის საწოლში უნდა აღმოჩენილიყო და მის მეგობარ შერეულ სისხლიანებთან მოუწევდა კონტაქტი, ლამის გული მისდიოდა.

Fated • DrarryWhere stories live. Discover now