Fated (23)

291 44 109
                                    

პირველი, რასაც მაშინ მიხვდა, როცა მისი გონება სლიზერინელი ჰარის გონებასთან გაერთიანდა, იყო ის, რომ დრაკო ყოველთვის უთმობდა.

დრაკო ყოველთვის უთმობდა სნიჩს, ყოველთვის უფლებას აძლევდა გრიფინდორს მოეგო, რადგან დრაკოს თუნდაც ცოტა ხნით სურდა ჰარის ბედნიერების დანახვა.

როცა მათი გონება და მოგონებები გაერთიანდა, ჰარი ცოტათი გაბრაზდა კიდეც დრაკოზე. დრაკო მასზე ათასჯერ უკეთესად თამაშობდა, მაგრამ მას არასდროს ანახებდა და ჰარის სულ აძლევდა უფლებას, მოეგო.

დრაკო მაგიითაც მასზე ძლიერი იყო, მაგრამ უფლებას აძლევდა, რომ ჰარის ემართა. შეეძლო მისი ქმარიც არ გამხდარიყო ან მას შემდეგ, რაც გახდა და გრიმოზე აპარტირდნენ,  ქორწინების დამტკიცებამდე მათი კავშირი გაეუქმებინა და გაქცეულიყო... შეეძლო სამუდამოდ გადამალულიყო, შეეძლო ჰარი შეეჩერებინა, რადგან ჰარიზე დიდი მაგიური პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ უბრალოდ ჰარის ნებას დაჰყვა.

ჰარის ეს თან აბრაზებდა, თან ახარებდა. ერთ მხრივ, ეს კარგი იყო, რადგან დრაკოს მასთან ყოფნა ყველაფრის მიუხედავად სურდა, მეორე მხრივ კი თავს სუსტად აჩვენენდა, როცა სინამდვილეში მასზე ათჯერ ძლიერი იყო.

როცა იმის შესახებ ჩხუბობენ, ბავშვები მაგლების სკოლაში გაეშვათ თუ არა, დრაკომ მისი მაგიური ძალით, რომელიც კონტროლიდან გამოვიდა, ნახევარი ბლექების სახლი დაანგრია, გრიმოზე. ჰარის შემდეგ თვითონ მოუწია მისი აღდგენა, რადგან დრაკო აქეთ გაებუტა, ეს შენ გამომიყვანე მწყობრიდან და შენს გამო დაინგრა სახლიო.

ორივე მათი გვარის ბოლო წარმომადგენლები იყვნენ, ამიტომ ორივეს სხეულში ყველაზე ძლიერი მაგია იყო ჩაბუდებული. წესით ეს მაგია ბავშვებზე უნდა გადანაწილებულიყო, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ისინი სხვა დროიდან იყვნენ, მათ იმ ჰარის და დრაკოს ძალა მიიღეს, ამათი კი ჯერ კიდევ მათ სხეულში იყო ჩაბუდებული.

Fated • DrarryTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang