Fated (14)

368 49 70
                                    

პოტერ-მენორს წესით სასახლე უნდა ეწოდებოდეს და არა უბრალოდ სახლი. უშველებელი რვა სართულიანი შენობა მთის პირზეა აგებული და აკრძალულ ტყეს და ჰოგვარტსს გადაჰყურებს, მის ირგვლივ დამცავი ფარი მას შეუმჩნეველს ხდის, ხოლო ასზე მეტი ელფი, რომელიც ამ სასახლეში მუშაობს და პოტერებს ემსახურება, ყველანაირად იცავს მის სახლს.

სასახლე უშველებელი მეგალითური ლოდებისგანაა აშენებული, რომლებიც მარჯნის კირქვისგანაა ჩამოყალიბებული. სასახლე მთლიანად მაგიითააა აშენებული, შესაბამისად ეს მრავალტონიანი ლოდებიც მაგიითაა შექმნილი. სასახლის ირგვლივ ტყეა. უშველებელ ლოდებზე ათობით გრიფონის ქანდაკებაა, რომლის გაღვიძებაც თავდასხმის დროსაა შესაძლებელი.

პოტერ-მენორი ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის სტილშია აგებული. სასახლის სიმაღლე 65 მეტრია, ხოლო ყველაზე მაღალი კოშკი 90 მეტრის სიმაღლისაა, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. სამხრეთით უშველებელი ტერასისებური ბაღი ეკრა, ხოლო  ჩრდილოეთით საშუალო ნაგებობა იყო ელფებისთვის.

მთლიანობაში სასახლეში იყო 1700 ოთახი, 98 სასტუმრო ოთახი, 18 სასადილო , 167 საძინებელი, 19 სადუელო ოთახი, 17 კაბინეტი, 8 დიდი და 4 პატარა ლაბორატორია, 15 დიდი ინგრედიენტების საცავი, 8 მცირე ბიბლიოთეკა და 3 დიდი ბიბლიოთეკა, 287 ბუხარი, 9 სარიტუალო დარბაზი, 6 წვეულების მცირე დარბაზი და 12 დიდი წვეულების დარბაზი. პოტერ-მენორი არაფრით ჩამოუვარდებოდა ჰოგვარტსს, პირიქით მათი სახლი დრაკოს ყველაზე დიდი განძი იყო.

დრაკო მოჩვენებასავით დადის ოთახიდან ოთახში, სანამ ჰარი სამინისტროში აპარტირდება და ყველაფრის მოგვარებას ცდილობს. ბიჭი თვალცრემლიანი ჩერდება ერთ-ერთო ოთახის კართან, რომლის უკანაც, ჯერ საბავშვო ოთახი არცკია. 

Fated • DrarryDonde viven las historias. Descúbrelo ahora