Fated (23)

294 42 120
                                    

უეცრად დრაკომ იგრძნო, როგორ ექაჩებიან უკან, მაგიამ ჰაერში აისროლა, უკან გადააგდო, მაგრამ ამავდროულად გრიფინდორელი ჰარის უკან ფრთხილად დააყენა და არა მიწას დაახეთქა.

- ჰა...- ხმა გაუწყდა, მაგიამ არც იმის უფლება მისცა, რომ ხმა ამოეღო და რამდენჯერაც არ უნდა ეცადა, რომ მისი ჰარისკენ წასულიყო, გრიფინდორელის მაგია აჩერებდა.

ჰარი იდგა და გაოცებულ სლიზერინელ ჰარის გამომწვევად უყურებდა, დრაკო მისი იყო, ის მის წაყვანას ვერ შეძლებდა.

დრაკო გაძალიანებას ცდილობდა, მაგრამ ერთადერთი რასაც მიაღწია, ჰარის მაგია გააბრაზა, ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო მუცელში და მუხლებზე დავარდა, მაგიამ კი უკვე წამოდგომის უფლებაც არ მისცა, ადგილს მიაჯაჭვა.

- არ გირჩევ. - დაისისინა ჰარიმ, როცა მეორე ჰარი დრაკოსკენ წამოვიდა, მაგრამ ჰარის მაგიას ისე დაეჯახა, თითქოს მათ შორის კედელი იყო აღმართული. - დრაკო ჩემია.

- პოტერ.- გაბრაზებულმა გადმოხედა სლიზერინელმა.- გაუშვი!

- ის ჩემია. - ისევ გაიმეორა ჰარიმ. - თქვენი ქორწინება უბრალო ქაღალდზეა დატანილი, ჩვენი კი მაგიურია. მას ვერ წამართმევ.

ჰარის მაგიამ დრაკოს აიძულა ხელი აეწია, გრძელმკლავიანი მაისურის გადაეწია და სლიზერინელი ჰარისთვის მის მაჯაზე გამოსახული ეკლები ეჩვენებინა. სლიზერინელმა უკან დაიხია, დრაკოს კი ცრემლები წამოუვიდა. ახლა მისი ჰარი ჩათვლის, რომ უღალატა...

- მან ყველაფერი გააკეთა, რომ გადარჩენილიყო და ბავშვები დაებრუნებინა. - ჰარის თითქოს დრაკოს ფიქრები ესმის. სლიზერინელის წინაშე მის გამართლებას იწყებს.- ვერაფერში ვერ დაადანაშაულებ, მკვდარი ეგონე და ახალი ცხოვრება დაიწყო.

- მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ უფრო მეტი გამოვიარეთ ერთად, ვიდრე თქვენ.- არ ნებდება სლიზერინელი. - ის ჩემია, მასაც და ბავშვებსაც წავიყვ...

Fated • DrarryWo Geschichten leben. Entdecke jetzt