ჰარიმ ძლივს დაითანხმა გობლინები დრაკოს სისხლის ანალიზზე, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ მისი უფროსი მეუღლეა და ამის უფლება აქვს. გობლინებმა ანალიზი გააკეთეს, მაგრამ სანამ არ დარწმუნდნენ, რომ სისხლი მართლაც დრაკოსი იყო და თანაც არ ნახეს ტესტი, სადაც ეწერა, რომ ჰარი მისი უფროსი მეუღლე იყო, ტესტი არ მისცეს.
საბოლოოდ, როცა როგორც იქნა ტესტის პასუხები მისცეს, კომფორტულ სავარძელში ჩაეშვა და კითხვა დაიწყო.
სახელი და გვარი : დრაკო ლუციუს პოტერ-ბლექ- მალფოი. პოტერი ქორწინებით, ბლექი მაგიით (დედის მხრიდან), მალფოი დაბადებით.
დაბადების დრო : 5 ივნისი, 1980 წ.
დაბადების ადგილი : მალფოი-მენორი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი.
ასაკი : ბიოლოგიური - 20, მაგიური - 33.
- რას ნიშნავს 33?- ლუღლუღებს შოკირებული ჰარი.
- ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი უმცროსი მეუღლე დროში მოგზაურობდა. - ჰარი თავს წევს და გობლინს აშტერდება. - დროის მდევრით მხოლოდ რამდენიმე დღით უკან დაბრუნება შეიძლება, ასე რომ ეს გამორიცხულია.
- სამაგიეროდ სლიზერინ-ქესლის დიდ ბიბლიოთეკაში ინახება წიგნი, რომლის გახსნა და წაკითხვაც მხოლოდ სლიზერინის მემკვიდრეს შეუძლია.- ახლა ჰარი ხვდება, რატომ შემოტენეს სლიზერინის საქმის გამგებელი გობლინი ამ კაბინეტში.- წიგნში აღწერილია რიტუალი, მაგრამ შეიძლება არ იმუშაოს, თუ წესებს არ დაიცავთ.
- რა წესებს?
- რიტუალს სამი წმინდასისხლიანი ჯადოქარი სჭირდება და სამივეს ერთი და იგივე დროში დაბრუნება და წარსულის შეცვლა უნდა უნდოდეს. ეს რიტუალი თვითმკვლელობაზე წასვლას გავს, რადგან თუ რომელიმემ არასწორად გაიფიქრა დრო რომელში დაბრუნებაც უნდათ, ყველა ადგილზევე მოკვდება, სწორედ ამიტომ ეს რიტუალი საშიშია, თანაც ისე არ მოქმედებს, როგორც დროის მდევარი. მაგალითად ახლა 19 წლის ხართ, რიტუალის შემდეგ თქვენი ყველა მაგიური ძალით 11 წლის ასაკში დაბრუნდებით, თქვენივე 11 წლის ასაკის სხეულში. ამის გამო შეიძლება რამდენიმე კვირა საწოლში გაატაროთ, რადგან 11 წლის ბავშვის სხეულისთვის ასეთი სიძლიერე შეუძლებელია და ორგანიზმს დრო სჭირდება, რომ შეეჩვიოს.
YOU ARE READING
Fated • Drarry
Mystery / ThrillerFated - განწირული ლორდი ვოლდემორის სიკვდილის შემდეგ, სიკვდილის ყველა მხვრელს სასამართლო სიკვდილის განაჩენს უსჯის. ორსული ნარცისა მალფოი საფრანგეთში გაქცევას ახერხებს, ლუციუს მალფოი აზკაბანში კვდება, ხოლო დრაკო განაჩენს აზბაკანში ელოდება. დრაკოს გ...