Fated ( 9)

384 50 79
                                    

სანამ დრაკო თავს უფლებას აძლევს ნათლიის წინაშე ცრემლები ღვაროს და ყველაფერი მოუყვეს, სნეიპს ბიჭი ჩახუტებული ყავს და თმებზე ეფერება, ისევე როგორც ბავშვობაში.

დრაკო ნათლიასთან ერთად ყოველთვის ისე გრძნობდა თავს, თითქოს უშველებელი დამცავი კედლის უკან იყო. მის ბავშვობაში სნეიპი თითქმის მთელ დროს მენორში ატარებდა და დრაკო შეჩვეული იყო, მისგან მოფერებას, ჩახუტებას და შუბლზე კოცნას. ეს ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა დრაკო ჰოგვარტსში წავიდა, მაგრამ როცა მარტო იყვნენ სევერუსი თავს უფლებას აძლევდა, დრაკოსთვის ისევ ნათლია ყოფილიყო. რაც არ უნდა მომხდარიყო, სევერუს ძალიან უყვარდა მისი ნათლული და მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა.

- ჰეი, არ იტირო... დრაკო, ყველაფერი კარგად იქნება. - გაუღიმა ნათლიამ და ცრემლები მოსწმინდა, დრაკომ ვერ გაბედა ეთქვა, რომ ჰარი მისი უფროსი მეუღლე იყო. ყველაფერი უთხრა, იმის გარდა, რომ ამ არჩევანის წინაშე პოტერმა დააყენა.

- არაფერი შეცვლილა, ნათლია... უკვე ცხრამეტი წლის ვარ და შენს მხარზე ისევ ისე ვტირი, როგორც ბავშვობაში. -ჩურჩულებს ბიჭი.

- დრაკო, მეც შენს გვერდით ვარ და დედაშენიც. - უღიმის კაცი. ჰოგვარტსში რომ თქვას, სნეიპმა გამიღიმაო, კაციშვილი არ დაუჯერებს, მაგრამ მისთვის ეს ღიმილი ისეთი ახლობელი და თბილია. - თანაც ის იდიოტი, რომელის უმცროსი მეუღლეც გახდი, შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანია. ასე რომ არ ყოფილიყო, მაგია ამ ქორწინებას არ დაუშვებდა.

- მომკლავ, რომ გაიგო ვინაა. - სლუკუნებს ბიჭი.

- დრაკო, რეალურად შენ არასდროს გქონია არჩევანი. არც ახლა, შესაბამისად შენი ქმარი ერთადერთია, ვისი მოკვლის სურვილიც მიჩნდება, იმის გამო, რომ ამ სიტუაციაში ჩაგაგდო.

- სწორედ ამიტომ მინდა შენი დახმარება, მის ცხვირწინ ამ ნაყენს ვერ მოვამზადებ... საერთოდ ძალიან ძნელი რეცეპტია, შეცდომის დაშვების მეშინია.

Fated • DrarryWhere stories live. Discover now