ჰარიმ რომ თქვას, რომ ნარცისასთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მოიტყუება. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ნარცისამ ცოცხალი შვილის დანახვაზე სიცოცხლის ვალი გააუქმა და შვილის წაყვანა მალფოი-მენორში მოინდომა.
- ვერ წამოვალ, დედა. - ამოიჩურჩულა მაშინ დრაკომ, პერანგის აიწია და მაჯაზე ეკლების გვირგვინი დაანახა. - ახლა ჩემი სახლი ჰარის გვერდითაა.
ალბათ დრაკო რომ არ გადაფარებოდა, ნარცისა მას ადგილზე მოკლავდა. დრაკომ სასტუმრო ოთახიდან გამოაგდო და დედის დამშვიდებას შეუდგა, ჰარიმ კი ვეღარ გაბედა ქალს დანახვებოდა.
არა, ხომ შეეძლო თანაბარი მაგიური ქორწინება გაეკეთებინა და დრაკო ასეთ მდგომარეობაში არ ჩაეგდო? მაგრამ არა, შურისძიება უნდოდა, უნდოდა დაენახა, რომ ბიჭს მასზე ნაკლები უფლებები ჰქონდა, უნდოდა დაენახა, როგორ ტყდებოდა ის, როცა ამაზე თანხმობოდა, მაგრამ სრულიად შემთხვევით მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილი სლიზერინელი შერჩა ხელთ, რომელიც არათუ გატყდა, პირიქით, ამაყად უყურებდა ყველას ზევიდან და ჰარი პოტერის უმცროს მეუღლეობას სირცხვილად სულაც არ თვლიდა.
- დედა წავიდა. მითხრა, რომ ხვალ მალფოი- მენორში, ვახშამზე გველის.
ჩაფიქრებულმა ჰარიმ თავი დაუქნია, როცა მისი სიტყვები გაიგო და წიგნიდან თავი არ აუწევია. ნარცისა მალფოის რისხვას ბლექების ბიბლიოთეკაში გამოექცა.
- პოტერ, წავალთ? ჩემი ძმის ნახვა მინდა. - იკითხა ბიჭმა და მის წინ, მაგიდასთან დაჯდა. ჰარიმ თავი აწია და დრაკოს შეხედა, რომელიც ისეთი იმედით უყურებდა, თითქოს ახლახან ჰარი მის სიკვდილ-სიცოხლის საქმეს წყვეტდა.
- არა.
- რატომ?- უკმაყოფილოდ იკითხა ბიჭმა და მზერა აარიდა, მაგრამ ჰარიმ მის თვალებში იმედგაცრუება მაინც შენიშნა.
- იმიტომ, რომ მე ასე მინდა. - ჰარიმ იცოდა, რომ ცუდად იქცეოდა, მაგრამ მალფოი-მენორში მისვლას სიკვდილი ერჩივნა.
YOU ARE READING
Fated • Drarry
Mystery / ThrillerFated - განწირული ლორდი ვოლდემორის სიკვდილის შემდეგ, სიკვდილის ყველა მხვრელს სასამართლო სიკვდილის განაჩენს უსჯის. ორსული ნარცისა მალფოი საფრანგეთში გაქცევას ახერხებს, ლუციუს მალფოი აზკაბანში კვდება, ხოლო დრაკო განაჩენს აზბაკანში ელოდება. დრაკოს გ...