Fated (11)

365 52 95
                                    

ჰარი გაცოფებულია, საქმეების მოგვარების შემდეგ სახის შეცვლა და დრაკოსთან ერთად მრუდე ქუჩაზე, მაღაზიებში სიარული მოუწია. დრაკომ ტვინი შეუჭამა ჩემი ქმარი ამ საშინელებებით არ ივლის და არ შემარცხვენსო, მისი მთელი გარდერობი დაწვა და ახალი უყიდა, დაღლილს კი, როცა სახლში მივიდნენ, ათასობით ახალი შელოცვა ასწავლა, რომ ჰარის თავის მოწესრიგება წამებში შეძლებოდა.

- ჩემი ქმარი ასეთი საშინელი თმით არ ივლის!- შეჰყვირა ბიჭმა, ჰარი თვალებს გადაატრიალებდა, მაგრამ დრაკო მასთან მივიდა და მისი თმების დაყენებას შეუდგა. ბიჭმა ლამის სუნთქვაც შეწყვეტა, სანამ დრაკო არ მოშორდა და უკმაყოფილოდ არ გამოაცხადა. - შენ და შენი თმები სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობთ! მისი დაყენება შეუძლებელია!

- და?- უკმაყოფილოდ უყურებს გრიფინდორელი. - იქნებ თავი დაანებო? მთელი ცხოვრება...- ჰარის ხმა ჩაუწყდა, როცა დრაკომ მასზე კიდევ ერთი უცნობი შელოცვა გამოიყენა. - რა გააკეთე?

- ასე უფრო გიხდება. - კმაყოფილმა გაიღიმა, ჰარიმ სარკეში ჩაიხედა და ამოიოხრა. დრაკომ როგორღაც მისი თმების დამორჩილება და ნორმალურად დაყენება მოახერხა! ახლა ჰარი მართლაც უფრო უკეთ და სოლიდურად გამოიყურებოდა. ახლა მართლაც გავდა პროფესორს.

- სნეიპის ადგილი ვინ დაიკავა არ იცი?- ლუღლუღებს უეცრად დრაკო.

- სნეიპის სიკვდილიდან მის საგანს ჰორაციუს სლაგჰორნი ასწავლის.

- ეგ კაცი ვერ მიტანს.- ოხრავს დრაკო, ჰარი კი იაზრებს, რომ პირველად ლაპარაკობენ ნორმალურად, დაცინვის და ჩხუბის გარეშე.

- სამაგიეროდ სლაგჰორნი ჩემზე გიჟდება. გინდა ვუთხარა, რომ ჩემი ქმარი ხარ? ისე მოგექცევა, როგორც ღვთაებას. - ჩაიცინა ჰარიმ.

- ისედაც ღვთაება ვარ, პოტერ, უბრალოდ შენ ამის დაფასება არ შეგიძლია. - სარკის ანარეკლში დრაკო თვალს უკრავს, ჰარის კმაყოფილი დრაკოს დანახვაზე კი ეცინება.

Fated • DrarryWhere stories live. Discover now