Fated (7)

351 55 48
                                    

ჰარი თავს საშინლად უხერხულად გრძნობდა, ნარცისას ცივი მზერის ქვეშ და კიდევ უფრო დაიბნა, როცა მაგიდასთან უამრავი დანა, ჩანგალი და კოვზი დაინახა.

ნარცისა მალფოი და დრაკო მათ ჩვეულებრივ იყენებდნენ, ჰარი კი, რომელსაც არისტოკრატების ეტიკეტის შესახებ არაფერი იცოდა, ლამის სირცხვილით დაიწვა.

- მიირთვით, პოტერ. თქვენს მოწამვლას არ ვაპირებ. - ცივად გადმოხედა ლედი მალფოიმ. - მინდოდა, მაგრამ ჩემმა შვილმა მთხოვა ეს არ გამეკეთებინა.

- დედა, დაქვრივება ჩემს გეგმებში არ შედის. - რბილად პასუხობს დრაკო და მზერას არიდებს ჰარის, როცა ბიჭი მას უყურებს.

ჰარიმ ამოიოხრა და დრაკოს მანერების გამეორება დაიწყო, იმ კოვზს იღებდა, რომელსაც ის, იმ ჩანგალს, რომელსაც ის...

მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ სახლში, როცა გუშინ მეგობრებთან ერთად სადილობდნენ, რონთან, მასთან და ჰერმიონთან მხოლოდ ერთი დანა-ჩანგალი იყო, ხოლო მაგიდაზე დრაკოს მხარეს რამდენიმე ჩანგალი, დანა და კოვზი იყო.  კრიჩერმაც კი დრაკოზე მეტი იცოდა, ვიდრე მან.

- მაშ, რა შედის შენს გეგმებში?

- სკოლის დამთავრება და შხამ-წამლების ოსტატის მოსწავლედ გახდომა. გეგმები არ შეცვლილა.

- ლუციუსი და სნეიპი შენით იამაყებდნენ. - უღიმის ქალი და თან ისე თბილად, ჰარის უნდება, რომ დედაც მის გვერდით იყოს. ალბათ რამდენს ნიშნავს დედის მხარდაჭერა...

- მამა რომ ცოცხალი იყოს და გაიგოს, რომ უმცროსი მეუღლე ვარ, ინფაქტი დაარტყამდა, მაგრამ მანამდე მომკლავდა. - ჩურჩულებს დრაკო და მის თეფშს დაჰყურებს. ნარცისა ოხრავს და თავს უქნევს, ლუციუსი შვილს ამას არ აპატიებდა, რამდენადაც არ უნდა ჰყვარებოდა.

ვახშამი სიჩუმეში სრულდება, შემდეგ ელფებს პატარა მალფოი მოჰყავთ, ჰარი კი უხმოდ შეჰყურებს გახარებულ დრაკოს, რომელიც მთელი გულით ეთამაშება პატარა ძმას და მის ირგვლივ ვერავის ამჩნევს. 

Fated • DrarryWhere stories live. Discover now