Fated (22)

329 42 131
                                    

- ჰარი...

- მმმ...

- გაიღვიძე, რაა...- ფრთხილად ეუბნებიან, თითქმის ჩურჩულით და რაღაც სიმძიმეს გულ-მკერდიდან აშორებენ. ჰარი თვალებს ახელს და ამჩნევს, როგორ გადაჰყავთ მასზე დაწოლილი სკორპიუსი მოშორებით, ჯეიმსისკენ.

- ადექი და წამოდი.- დრაკო ხელს ავლებს, ნელა აყენებს, რომ ბავშვები არ გააღვიძოს და ჰარი ოთახიდან გამოჰყავს. ნახევრად მძინარე ჰარი ისე მიჰყვება, როგორც ადრე დრაკოს მისი ჰარი მიჰყვებოდა, რომელიც დრაკოს მოგონებებში ნახა.

- რომელი საათია?- ბუზღუნებს ბიჭი, როცა რიტუალების ოთახში აპარტირდებიან და დრაკო სარიტუალო უშველებელ ქვაზე სვამს, რომელზეც უამრავი  რუნაა ამოტვიფრული.

- ღამის ორის ნახევარია. რიტუალი იქამდე უნდა ჩატარდეს, სანამ ბავშვები გაიღვიძებენ. - ჰარის უნდოდა ეკითხა, რა რიტუალიო, მაგრამ უეცრად მათთან ჰერმიონი აპარტირდა და სევერუსი მის გვერდით დააჯინა.

ჰარიმ და სევერუსმა ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს და  შემდეგ ჰერმიონს და დრაკოს გახედეს.

- ისე, მაინტერესებს თუ "წარსულში დაცვის"  რიტუალი მხოლოდ მამას შეეძლო ჩაეტარებინა,  მირაბელი რატომ გაქრა შენს შვილებთან ერთად? ჰარი მამამისი არაა.- ჰერმიონის კითხვაზე დრაკომ ისე გადაატრიალა თვალები, თითქოს გოგონამ ყველაზე დიდი სისულელე დააბრეხვა.

- მართლა ვერ ხვდები?- ოხრავს დრაკო, როცა ჰერმიონის ნაწყენ მზერას ამჩნევს. - შენი შვილები ნახევრად პოტერები არიან, მათი გვარის ლორდი ჰარი იყო, შესაბამისად გვარის მთავარი ლორდი ყველას მაგიურ მამად ითვლება, რომ ვერავინ შეძლოს შეეწინააღმდეგება. მაგიამ მირაბელი მის შვილად ჩათვალა და ჩემს შვილებთან ერთად წარსულში გაგზავნა.

- მერლინმა იცის, სად გაგზავნა ჩემმა შეშლილმა ძმამ ბავშვები.- თვალები გადაატრიალა ჰერმიონმა.

Fated • DrarryWhere stories live. Discover now