- ახლა შეიძლება შხაპი მივიღო?- უკმაყოფილოდ კითხულობს, როგორც კი უკვე ნაცნობ სახლში აპარტირდებიან, ხელს უშვებს და უკან იხევს. ჯანდაბა, იმის გააზრება, რომ შენი ყოფილი მტრის უმცროსი მეუღლე ხარ, მას შენზე მეტი უფლებები აქვს და შენზე გავლენა, თითქმის შეუძლებელია.
- კრიჩერ!- ლამის ყვირის ელფის სახელს გაღიზიანებული ჰარი, თან მაგიის სამაჯურს დაჰყურებს, რომელზეც რუნებით წარწერაა გაკეთებული. უკვე მიხვდა, რომ მალფოი არ ეტყვის რა აწერია სამაჯურს და თვითონ მოუწევს წვალება.
- რას ინებებს ბატონი?- ელფი მათ წინაშე ჩნდება და როცა მის გვერდით მალფოის ხედავს, სიხარულისგან ლამის ხტუნაობას იწყებს.
- ახალგაზრდა ბატონო, მალფოი! მიხარია, რომ ბლექების სახლში გხედავთ, ჩემთვის პატივი იქნება გემსახუროთ.
- მეც მიხარია შენი დანახვა, კრიჩერ. - იღიმის მალფოი და ჰარი მის ღიმილს აშტერდება. მალფოი თბილად, პატივისცემით უღიმის ელფს? თანაც კრიჩერს? ჰარალელურ სამყაროში მოხვდა?
ჰარის ვერც კი წარმოედგინა, რომ მალფოის ასე გაღიმება შეეძლო, რადგან დრაკო მას ყოველთვის დამცინავად და ცივად უღიმოდა და მის სახეზე სხვაგვარ ღიმილს პირველად ხედავდა.
- რას ინებებს უმცროსი ბატონი?- დრაკო იმანჭება, როცა უმცროსი მეუღლეობის გამო კრიჩერი ასე მიმართავს, ჰარის სახეზე კი ღიმილი ჩნდება. საბედნიეროდ დრაკო მის ღიმილს ვერ ხედავს, თორემ მთელს სახლს თავზე დაამხობდა. ოხ, ეს ელფები, ვერაფერს გამოაპარებ!
- დრაკო დამიძახე. აბაზანა თბილი წყლით, ზღვის მარილით და ვარდის ზეთით და ფურცელებით გაავსე. მეორე სართულზე ლურჯ საძინებელს დავიკავებ.
- ახლავე ბატონო. - ელფი ჰაერში აორთქლდა, მალფოი კი სასტუმრო ოთახის კარისკენ წავიდა, მაგრამ ჰარიმ მაჯაში მტკივნეულად ჩაავლო ხელი და მისკენ შემოატრიალა.
VOUS LISEZ
Fated • Drarry
Mystère / ThrillerFated - განწირული ლორდი ვოლდემორის სიკვდილის შემდეგ, სიკვდილის ყველა მხვრელს სასამართლო სიკვდილის განაჩენს უსჯის. ორსული ნარცისა მალფოი საფრანგეთში გაქცევას ახერხებს, ლუციუს მალფოი აზკაბანში კვდება, ხოლო დრაკო განაჩენს აზბაკანში ელოდება. დრაკოს გ...