Fated ( 10)

362 53 79
                                    


ჰარი და რონი მთელი თვე ხელებ დამუშტული ადევნებენ თვალს, ჰერმიონს, რომელიც დრაკოს დაუმეგობრდა, რომელიც ამ ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მის მეგობრებთან, ბლეიზთან და პენსისთან ერთად ბლექების ბიბლიოთეკაში ატარებს.

ჰარის ცხოვრებაში ვერ წარმოედგენა, რომ ოდესმე მათ ასე, უბრალოდ მოლაპარაკეს ნახავდა და მაინც და მაინც,  ამ დროს სამუშაოზე ზედმეტად ბევრი საბუთები გროვდება და თითქმის მთელი დროის გატარება სამუშაოზე უწევს. სახლში მხოლოდ დასაძინებლად ბრუნდება, მის საწოლში მწოლ დრაკოს გადახედავს ხოლმე და მის გვერდით წვება.

როცა ჰერმიონმა დროის გამონახვა დაიწყო და დრაკოსთან ერთად ხან მალფოი-მენორში, ხან კი მრუდე ქუჩაზე დაიწყო სიარული, ჰარის უკვე ნერვებმა უმტუვნა. ჰერმიონი მას და რონს სულ ჩამოშორდა და თითქმის მთელ თავისუფალ დროს დრაკოსთან და მის მეგობრებთან ატარებდა, თანაც რახან დრაკოს მხოლოდ იმ ადამიანთან ერთად შეეძლო სახლის დატოვება, ვისაც ჰარი ენდობოდა, ჰერმიონი დრაკოს ლამის ყველაგან დაჰყვებოდა.

- კარგი რა, მიონა!- ესმის დრაკოს სიცილი და სამინისტროდან დაბრუნებული, სასადილო ოთახში შედის. მაგიდასთან პანსი, ბლეიზი, ჰერმიონი და დრაკო ზიან. დრაკო ჰერმიონს მიონას ეძახის და უცინის! ჰარი უკმაყოფილოდ კუმავს ტუჩებს, როცა მის დანახვაზე თემას ცვლიან, დრაკოს მზერით ბურღავს და მის გვერდით ჯდება.

- მაკგონელმა თქვა, რომ დღეს ჰოგვარტსი იყავი.  - გაუღიმა ჰერმიონმა, ჰერმიონი წინა წლიდან ჰოგვარტსში  ტრანსფიგურაციას ასწავლიდა და ჰარის უხაროდა, რომ წელს ჰოგვარტსი თვითონაც ჰერმიონის გვერდით იქნებოდა.

- ჰო, დრაკოზე დაველაპარაკე. - დრაკო მის გვერდით დაიძაბა და ხელი ისე ძლიერ მოუჭირა ჩანგალს, რომ ლამის გაღუნა.

- რაო?

- ბოლო კურსს ჰოგვარტსში დაასრულებს, ისევე როგორც ზაბინი და პარკინსონი.

Fated • DrarryWhere stories live. Discover now