Fated ( 12)

415 48 105
                                    

- ჩვენზე ისე წერენ, თითქოს მსოფლიოში ყველაზე დიდი დამნაშავეები ვიყოთ. - ლუღლუღებს  პანსი. ჰოგვარტსში ყოფნის პირველი დღეა და მისი მეგობრები გაკვეთილებზე წასვლამდე, მის ოთახში "დილის მისნის" ახალი გამოცემით შემოვიდნენ.

" ჰოგვარტსში სიკვდილის მხვრელები დაბრუნდნენ, მაგრამ არ იდარდოთ, გმირი თქვენს განკარგულებაშია! "

დრაკო მხოლოდ სათაურს კითხულობს, ჰარის ფოტოს თვალს ავლებს და გაზეთს ჭმუჭნის. სტატიის წაკითხვის სურვილი არ უჩნდება, უკვე იცის, რომ ლაფში ამოსვრიან.

საბედნიეროდ იმის უფლება მისცეს, რომ ქვიდჩი ეთამაშა, თორემ ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდა. ამჯერად მხოლოდ იმიტომ გაუმართლა, რომ ჰარი დაეხმარა და ისევ სიკერი გახდა, მისგან განსხვავებით მის მეგობრებს თამაშის უფლება არ მისცეს.

- ამას დურმსტრანგში სწავლა და გაყინვა ჯობდა.- ჩურჩულებს დრაკო და რომ ახსენდება, რომ მთელი წლის აქ გატარება მოუწევს, ტირილი უნდება. როცა ბრუნდებოდა, იცოდა, რომ ხელებ გაშლილი არავინ მიიღებდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენა, რომ თავის დაცვა საკუთარი ფაკულტეტისგან მოუწევდა.  გუშინ ღამე სამივეს მათ ოთახებზე ძლიერი დამცავი შელოცვების დადება მოუწიათ.

დრაკოს ოთახი ისე იყო მოწყობილი, რომ წიგნების თარო იღებოდა და ჰარის საძინებელში გადიოდა, ასე რომ მას ისევ ჰარის საწოლში ეძინა, ჰარი საერთოდ ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა, დრაკო კი ხმას არ სცემდა. წინა დღეს, ბლექების სახლში ჩხუბის შემდეგ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ.

- ჰარი დურმსტრანგშიც გამოგყვებოდა.

- ფინიასავით ყველაგან დამყვება.- ბუზღუნებს  დრაკო და დგება.

- ვითომ ეს არ მოგწონდეს? განა ეს შენ ჰარის არ გაგონებს? - იღიმის პანსი.

- გაკვეთილზე დაგვაგვანდება.- კითხვას უპასუხოდ ტოვებს ბიჭი და მეგობრები გაკვეთილებზე მიდიან. ყველანაირად ცდილობდენ, არავის მზერა არ შეიმჩნიონ, არავის სიტყვებს არ მიაქციონ ყურადღება და  მხრის წაკვრაზე, შელოცვით არ უპასუხონ, მაგრამ დრაკო ბოლოს ვეღარ უძლებს და ერთ-ერთი რეინკველოს სტუდენტის გესლიანი კომენტარის შემდეგ მისკენ შელოცვას ისვრის, ბიჭი მისი შელოცვის დაბლოკვას ასწრებს და თავადაც შელოცვას ისვრის დრაკოსკენ.

Fated • DrarryWhere stories live. Discover now