Fated (17)

434 44 151
                                    

დრაკო ლამის მოწყენილობით კვდება, ჰერმიონი ერთადერთია, ვისაც სახლში შემოსვლის უფლება აქვს. დრაკომ რამდენჯერმე შეამოწმა დამცავი ფარი, თითქოს აქამდე არ იცოდა, რომ პოტერ-მენორს ყველაზე ძლიერი დაცვა ჰქონდა, ჰოგვარტსზე ძლიერიც კი.

თავიდან თუ ამ სახლში მოხვედრა უხაროდა, ახლა ერთი სული ჰქონდა, აქედან როდის გავიდოდა. მოგონებები ბავშვებზე გულზე მძიმედ აწვებოდა, ახლა რომც გაეჩინა, ისინი ზუსტად ჯეიმსი და სკორპიუსი აღარ იქნებოდნენ, როცა ჰარის დაუჯერა, ბავშვები სამუდამოდ დაკარგა.

- პანსის აპარტირება არ შეიძლება, თორემ მენორს ფარს მოვხსნიდი. ჰარი სადაა? - მოგონებებიდან ჰერმიონის ხმამ გამოიყვანა.

- მეორე დღეა სახლში არ მოსულა. - კბილებში ცრავს, ჰარიზე ისეთი გაბრაზებულია, სადაც ნახავს, იქ მოკლავს.

- გეტყობა.- ოხრავს მიონა და დრაკოს ათვალიერებს, რომელსაც კოსმეტიკური შელოცვებიც კი არ შველის, იმის დასაფარად, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ერთი წუთიც არ უძინია.

- ეს ჰარი იდიოტია!

- თორემ ის ჰარი იდიოტი არ გვყავდა.- ჩაიცინა ჰერმიონმა. - აპირებ ოდესმე უთხრა?

- რა ვუთხრა, გამარჯობა პოტერ, მე შენი ქმარი ვარ, მომავლიდან, რომელიც ბავშვობაში დავუბრუნი, მას შემდეგ, რაც ბნელმა ლორდმა მოგკლა და შენს მიერ გადამალული ბავშვები ვერაფრით ვერ ვიპოვეთქო?!- თვალებს ატრიალებს დრაკო. - ვუთხრა, რომ ცოცხალი მხოლოდ იმიტომაა და მხოლოდ იმიტომ მოკლა ბნელი ლორდი, რომ ფარულად ვეხმარებოდი?! გინდა, რომ მეორედ გულის შეტევით მოკვდეს?

- სიმართლის თქმას იმსახურებს.

- სამივემ ამ რეალობაში მოსახვედრად ბევრი გავწირეთ, მე იქ, ქმარი და შვილები დავკარგე, აქ კი მამა და ჰარის სიყვარული. შენ იქ, ქმარი მოგიკლეს და შვილი დაკარგე, რომელიც ამ რეალობაში აღარ არსებობს, ხოლო პანსიმ იქ ბლეიზი დაკარგა, აქ კი მშობლები! ყველამ ბევრი გადავიხადეთ, რომ აქ მოვხვედრილიყავით და ჩვენი საყვარელი ადამიანები ცოცხლები ყოფილიყვნენ. საჭირო არაა, ჰარიმ ეს გაიგოს.

Fated • DrarryWhere stories live. Discover now