Fated (5)

383 55 58
                                    

დრაკო მძიმედ ახელს თვალებს და ტკივილისგან კვნესის, მთელი სხეული ტკივა და ეწვის.

- დალიე. - ესმის მძიმე ხმა, დრაკო მისკენ ძლივს იხედება, თავიც ისე ძლიერ სტკივა, რომ თავის მიტრიალებაც ძლივს შეძლო.

- ეს რა არის, პოტერ? ჩემს მოწამვლას აპირებ?- ძლივს ლუღლუღებს, როცა ჰარი სამ პატარა ბოთლს უწვდის. დრაკოს როგორც იქნა მზერის ფოკუსირება შეუძლია და ხვდება, რომ ჰარის ოთახში, მისივე საწოლზე წევს.

- გინდა იგივე განმეორდეს?- ცალ წარბს წევს ჰარი და ინტერესით აკვირდება, ამის გაგონებაზე კი მალფოის ამცივნებს. არა, არ უნდა... ერთიც საკმარისი იყო.

დრაკო ძლივს-ძლივობით ჯდება და ცდილობს ხელები მისკენ გაიწვდინოს, რომ დალიოს მაგრამ, ხელებს ვერ იმორჩილებს, თითქოს ისინი ხისაა და მას საერთოდ არ ემორჩილება.

- დრაკო.- გამაფრთხილებელად ამბობს ჰარი და დრაკოს ტირილი უნდება, როცა ეკლები მის ხელზე ოდნავ ვიბრირებს... აფრთხილებს. და დრაკოს სხვა გზა არ რჩება, უწევს სთხოვოს.

- შეგიძლია დამალევინო? - ძლივს ლუღლუღებს და მზერას არიდებს. - ხელებს ვერ ვამოძრავებ.

- ოუ...- ლუღლუღებს ჰარი, როცა ხვდება, რატომ არ ართმევს ხელიდან ნაყენებს და პატარა ბოთლებს ხსნის, მალფოი კი პირს აღებს, რომ დალიოს. მის მაჯაზე ეკლები მშვიდდება და ისევ უბრალო ნიშანი ხდება.

- ახლა შეგიძლია მითხრა, რა დამალევინე?- ოხრავს, როცა სულ რაღაც ერთ წუთში თავს უკვე უკეთ გრძნობს. სხეულში და ძვლებში ეკლებით მიყენებული ტკივილი ქრება, თვალებშიც უკეთესად იხედება და თავის ტკივილმაც გაუარა.

- სპეციალური ნაყენი უმცროსებისთვის, უბრალო ტკივილ გამაყუჩებელი და მატონიზირებელი, რომელსაც სიცხის დამწევი ჰქონდა გარეული.

- მადლობა. - ოთახიდან გასასვლელად გამზადებული ჰარი კარებში შეშდება. რაო? დრაკო მალფოიმ ახლახან მადლობა მოუხადა?!

Fated • DrarryWhere stories live. Discover now