პროლოგი

744 41 5
                                    

ნეპედი - მივიწყებული სოფელი, რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით ქალაქებშია დასახლებული. თუმცა, ადრე ამ სოფელშიც იყო სიცოცხლის ნიშან-წყალი, თუ კი შეგვეძლო ასე გვეწოდებინა. აქ ერთი კანონი იყო: გკლავდნენ, თუ კი იყავი წითური, რადგან თვლიდნენ, რომ შენი თმის ფერი ალქაჯთან იყო დაკავშირებული. ასევე გკლავდნენ, თუ კი ცისფერი თვალები გქონდა, რადგან ამასაც ალქაჯთან აკავშირებდნენ და კიდევ, გკლავდნენ თუ კი იყავი ღარიბი, მათხოვარი, რადგან თვლიდნენ, რომ ასე მხოლოდ ამძიმებდი დედამიწას. ამ სოფელს მზის სხივი, იშვიათად სწვდებოდა, ასეთ დღეებში კი კოცონს ანთებდნენ და მსხვერპლს წირავდნენ, ასეთი ხალხის სახით. სოფელში იყვნენ ისეთები, ვინც კანონს გაურბოდნენ, თუმცა სოფელი პატარა იყო, ამიტომაც ძებნის შედეგად მაინც პოულობდნენ მათ და უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ. მათ შორის იყო დედაჩემიც, მისი სიკვდილის მიზეზი, მისი თმა გახდა. დღე როდესაც დედაჩემი კოცონზე დაწვეს, ჩემთვის უმძიმესი იყო. როდესაც 18 წელი შეუსრულდა გაიქცა, ამ პერიოდში მან გაიცნო მამაჩემი, შემდეგ კი გავჩნდი მე. შვიდი წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემი იპოვეს.

კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა. დედამ მამას გაკვირვებული და შეშინებული მზერით გახედა.

- გააღეთ კარი! ვიცით, რომ აქ არის! ცოტაც და კარი შემოიმტვრეოდა.

- მოგვაგნეს.. ანერვიულებულმა ჩაილაპარაკა დედამ და მკერდზე მიმიხუტა..

რადგან მამაჩემი დედას მალავდა მისი დასჯაც განიზრახეს. თუმცა მათ ჩემს შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან დედამ და მამამ მათ შემოსვლამდე სარდაფში გადამმალეს.

- ის არ უნდა იპოვონ რობერტ! თქვა დედამ და მამას ჩემზე მიუთითა, მაშინ ჯერ კიდევ მკერდზე ვყავდი აკრული და ხელებს მთელი ძალით მიჭერდა.

- მართალი ხარ, უნდა დავმალოთ.. თქვა მამამ და ოთახს თვალი სწრაფად გადაავლო.

დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя