ბანაკი მთლიანად ცეცხლის ალში გახვეულიყო.
შიში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამაა რაც კი შეიძლება ადამიანმა განიცადოს.
საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში.
- მე მარჯვნივ წავალ, შენ კი მარცხენა მხარეს წადი. არავინ უნდა გამოგვრჩეს! წამოიძახა ზეინმა და ისე, რომ არც დამლოდებია ბანაკში შევარდა.
პირსა და ცხვირზე ნაჭერი ავიფარე და კარავში შევედი.
პირველი ვინც დავინახე ძირს უგონოდ მწოლიარე ეშლინი იყო.
- ეშლინ! წამოვიძახე და მაშინვე ხველა ამიტყდა.
ნაჭერი ისევ სახეზე ავიფარე და გარშემო შემოვიჭირე. გამურული ეშლინი ხელებში მოვიქციე და გასასვლელისკენ წავედი.
- ეშ.. ბანაკის მოშორებით ბალახზე წამოვაწვინე და ხელები გამურულ სახეზე მოვუსვი.
დიდხანს მასთან ვერ გავჩრდებოდი, დავრწმუნდი, რომ ცოცხალი იყო და ისევ ბანაკში დავბრუნდი.
შარლოტა ღრმად სუნთქავდა, თუმცა ჯერ კიდევ გონზე იყო.
- შ..შარლოტა. გაძლება უფროდაუფრო რთული ხდებოდა. ცეცხლის ალი უფრო მეტად ედებოდა ბანაკს.
შარლოტა გაჭირვებით წამოვაყენე და ბანაკის გასასვლელისკენ დავიძარი.
მორთული ნაძვი მთლიანად იწვოდა და ფერფლად იქცეოდა.
გამოსვლისთანავე ეშლინის გვერდით ეველინი, ნაილი, ლუი და ჰარი შევნიშნე.
გულზე მომეშვა, როდესაც ისინიც უსაფრთხოდ დავინახე და შარლოტა მათ გვერდით წამოვაწვინე.
მათ შორის, ერთადერთი გონზე მყოფი ეველინი იყო. სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა და ღრმად ახველებდა.
- ეველინ! სწრაფად მივუახლოვდი და მის წინ ჩამოვჯექი.
- ლიდია, ისინი იყვნენ! ამოახველა და სახე დამანჭა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
დაუმორჩილებელი (დასრულებული)
Fanfictionნეპედი - მივიწყებული სოფელი, რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით ქალაქებშია დასახლებული. თუმცა, ადრე ამ სოფელშიც იყო სიცოცხლის ნიშან-წყალი, თუ კი შეგვეძლო ასე გვეწოდებინა. აქ ერთი კანონი იყო: გკლავდნენ, თუ კი იყავი წითური, რადგან თვლიდნენ, რომ შენი თმის...