მეჩვიდმეტე

167 18 2
                                    

სამი თვის შემდეგ..

'ავტორი'

- ეველინ! ზეინმა თავის დას ხელი მკლავში ჩაავლო და თავისკენ მისწია.

- რა მოხდა? გაკვირვებულმა იკითხა გოგონამ და ძმის ხელს დახედა.

- ხვალ ლიდიას დაბადების დღეა. აფორიაქებულმა მიუგო ზეინმა და ხელი შეუშვა.

- რა? შენ.. საიდან იცი?

- მაშინ, როდესაც გაგათავისუფლეთ, ლიამს ლიდიას შესახებ მცირედი ინფორმაციის მოწოდება ვთხოვე, მან კი ფურცელი მომცა სადაც ყველაფერი ეწერა. სწორედ აქედან გავიგე. ზეინმა თავის დას გახედა და აღელვებულმა ჩაილაპარაკა.

- კარგი. ჩაეღიმა ეველინს. - და რამე გეგმა გაქვს?

- შეიძლება. მიუგო ზეინმა და ეველინსაც თვალები აუციმციმდა.

***
'ლიდია'

ეშლინი ჩემს კარავში იმყოფებოდა ბენის დაბრუნებამდე.

ოქროსფერ თმას ვუწნიდი, ის კი სხვადასხვა ამბებს მიყვებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბანაკში იყო გამოკეტილი და მის გარეთ გასვლა არ შეეძლო, მაინც კარგად ერთობოდა და ეს მიხაროდა.

ხშირად ჯდებოდა ხოლმე კარვის წინ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ღიმილით შეჰყურებდა.

ბენი ამ ყველაფერს თავს საკმაოდ კარგად ართმევდა.

ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გოგონას არაფერი მოკლებოდა.

ოთახში ზეინი შემოვიდა. წამით ღიმილით გავხედე, შემდეგ კი, ისევ საქმეს მივუბრუნდი.

- სალამი ზეინ.

- სალამი ლიდია. უკიდან მომიჯდა და ხელები წელზე მომხვია.

ადგილს მივეჯაჭვე და ის მუხტიც ვიგრძენი, ჩემს სხეულს, რომ იკავებდა ზეინის ყოველი შეხებისას.

შემდეგ თავი მხარზე ჩამომადო, მისი სუნთქვა მხარზე მეცემოდა და გულს მიჩქარებდა.

დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя