- ვერ შევძელი, მე ის ვერ დავიცავი. ხელები წელზე უფრო მეტად მომხვია. - მე ის ვერ დავიცავი, ეს ვერ შევძელი! იმეორებდა და ხელებს უფრო მეტად მიჭერდა წელზე.
- ზ..ზეინ. იმდენად მჭიდროდ ვყვადი მკერდზე აკრული, რომ სუნთქვა მეკვრებოდა. - ზეინ, ვერ ვსუნთქავ. ჩავიჩურჩულე და მაშინვე ვიგრძენი შვება. ზეინმა ხელები შემიშვა და ნერვულად აიჩეჩა თმა.
- მე.. ბოდიშს გიხდი. მკლავით უხეშად შეიმშრალა ცრემლები და კიდევ ერთხელ გადაიტარა თმაზე ხელი. თვალს ვერ ვწყვეტდი, არ შემეძლო მისთვის მზერა მომეშორებინა და სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება, რადგან ეს შეუძლებელი იყო. შეუძლებელი იყო, ზეინის გვერდით მდგომს ხეებისთვის, ვარსკვლავებისთვის ან თუნდაც რაიმე სხვისთვის გეყურებინა. ზეინი იქვე ბალახზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩაირგო. უხმოდ მივუჯექი გვერდით, მას გავხედე და ხელები მუხლებზე შემოვიხვიე.
- შეგიძლია მომიყვე რა მოხდა, თუ რათქმაუნდა გსურს ამაზე ლაპარაკი. ვუთხარი და ოდნავ შევახე ხელი მკლავზე. გამომხედა და ჩაიცინა.
მისი ღიმილი..
მისი ღიმილისაგან გამოწვეული მუხტი ფეხის თითებიდან თავამდე ამომყვა და მთლიანად მიისაკუთრა ჩემი სხეული.
წამიერად მზერა ჩემს ხელს მიაპყრო, შემდეგ მისი ხელი ჩემსას შეახო და ნელა მოიქცია მისაში. საშინლად ავხურდი, მაშინვე ამევსო ორგანიზმი იმ სითბოთი, რაც ზეინის ამ მოქმედებით მივიღე.- მიხარია, რომ გაგიცანი. მისი მზერა ახლა მე მომაპყრო, მუცელში პეპლები ვიგრძენი. პეპლები, რომლებიც მთლიანად მიმოფანტულიყვნენ ჩემს ორგანიზმში. თავი დაბლა დავხარე, ვერანაირად გავბედე, რომ მისთვის თვალებში შემეხედა.
- ლიდია.. ზეინმა ბოხი ხმით ჩაიჩურჩულა და ახლა ჩემი სახე მოიქცია მის ხელებში, ლოყები საშინლად ამწითლებოდა და გულიც საშინლად მიცემდა. ზეინი, ჩემს სახეს აკვირდებოდა, თვალებს ყველგან დაატარებდა. უფრო მეტად მიახლოვდებოდა და მეც სუნთქვა მიძნელდებოდა. მზერა მის ტუჩებზე შევაჩერე. სრულყოფილი იყო, ზედმეტად სრულყოფილიც კი.
ВЫ ЧИТАЕТЕ
დაუმორჩილებელი (დასრულებული)
Fanfictionნეპედი - მივიწყებული სოფელი, რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით ქალაქებშია დასახლებული. თუმცა, ადრე ამ სოფელშიც იყო სიცოცხლის ნიშან-წყალი, თუ კი შეგვეძლო ასე გვეწოდებინა. აქ ერთი კანონი იყო: გკლავდნენ, თუ კი იყავი წითური, რადგან თვლიდნენ, რომ შენი თმის...