მეშვიდე

234 23 0
                                    

- ლამაზი ადგილია არა? მკითხა ზეინმა და იქვე ჩამოჯდა.

- ასეა..

- პირველად ჩემს დას შევხვდი ამ ადგილას, მანამ სანამ ჯალათების ხელში ჩავარდებოდა. ამ ადგილის შესახებ ბანაკელებსაც ვუთხარი და იმასაც კი ვთხოვდი, რომ წამოსულიყვნენ და ენახათ, თუმცა არ დამთანხმდნენ.. დანანებით თქვა და მხრები აიჩეჩა.

- მიზეზი რა იყო?

- შიში.. თავი ჩახარა. - ბანაკის გარეთ არცერთხელ გასულან, ამის მიზეზი კი ისევ შიშია.. უსამართლოდ სიკვდილის შიში.. არც კი ვიცი როდემდე აპირებენ ასე ბანაკში გამოკეტვას. არ მინდა, რომ ჩარჩოებში იყვნენ მოქცეულნი და მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრში გაატარონ, რომ თუ კი ბანაკს დატოვებენ უსამართლოდ გამოემშვიდობებიან სიცოცხლეს.. არაფერი მითქვამს, ისევე ტბას მივჩერებოდი. დუმილი ჩემში ყოველთვის უხერხულობას იწვევდა და ყველანაირად ვცდილობდი, ის გამეფანტა, თუმცა ახლა, ზეინთან ერთად ტბასთან მჯდომს, საერთოდ არ მიმაჩნდა ეს დუმილი უხერხულად და მითუმეტეს სასიამოვნოც კი იყო..

- დაბლა მინდა ჩასვლა. საბოლოოდ სიჩუმეში ჯდომა მომწყინდა და ფეხზე წამოვდექი.

- ჰეი, ფრთხილად. მითხრა ზეინმა, მას შემდეგ რაც წვერს მივუახლოვდი და ისიც ფეხზე წამოდგა.

- კარგი რა, არაფერი მომივა არც ისეთი მაღალია, დაბლა არ ჩავიდეთ?

- იქნებ არ გვინდა? მითუმეტეს მაქედან ჩასვლა სახიფათოა. ტბისკენ ჩამავალი გზა არც თუ ისე შორსაა. ზეინმა ხელით მანიშნა გამოვსულიყავი, თუმცა ადგილიდანაც არ დავძრულვარ.

- ცოტახანში გათენდება, ბანაკში უნდა დავბრუნდეთ, ახლა კი მინდა, რომ ტბას ახლოდან შევხედო. ხედით მოჯადოებული, გავჯიუტდი და პატარა ბავშვივით ტბასთან ჩასვლა მოვინდომე. წყალი ყოველთვის მიყვარდა, არაერთი მიზეზის გამო. თუმცა ყველაზე დიდი მიზეზი ალბათ, ის იყო, რომ ცეცხლის განადგურება შეეძლო. ეს კი ჩემში სიამოვნებას იწვევდა.

დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя