მერვე

213 22 2
                                    

- ლიდია! ზეინმა სწრაფად გადაიძრო მაისური და წყალში შეცურა საყვარელი ადამიანის გადასარჩენად. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და წყალში ჩაყვინთა. ხელებით ცდილობდა ეპოვნა და შეხებოდა წყალში მყოფ სხეულს, თუმცა არ გამოსდიოდა. ზეინს არ სურდა მისი დაკარგვა, რადგან ხვდებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გამხდარიყო გოგონა მისთვის. არ უნდოდა კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვა, რადგან იცოდა, ამას ვეღარ გადაიტანდა. ჰაერის უკმარისობის გამო წყლის ზედაპირზე ამოვიდა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. სუნთქვის დარეგულირების შემდეგ ისევ ჩაყვინთა წყალში და ძებნის შედეგად ლიდიაც იპოვნა. მალევე შემოახვია გოგონას წელზე ცალი ხელი, ცალით კი ტბიდან გასვლა დაიწყო. ტბიდან ამოსვლისთანავე ზეინი გოგონას გამოფხიზლებას ცდილობდა. როდესაც სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, გოგონა ფრთხილად წამოაჯინა და სველი მაისური, თავისი მშრალი მაისურით ჩაანაცვლა. ამის შემდეგ ფრთხილად შემოხვია წელზე ხელები და თავის მკლავებში მოიქცია. შემდეგ კი ბანაკისაკენ დაიწყო სვლა.

- ზეინ?! ბანაკში შესულ ზეინს პირველი ნაილი შეეგება.

- ზეინ, ლიდია! რა დაემართა?! ნაილს ეველინიც მოყვა და მზერა ლიდიას მიაპყრო.

- ლორენი კარავშია? იკითხა ზეინმა მკაცრი ხმით და წინ სვლა განაგრძო.

- კ..კი, კარავშია. ნაილი დაეწია სწრაფი ნაბიჯეიბით მიმავალ ზეინს და გვერდით ამოუდგა. - მას, რა სჭირს? კიდევ ერთხელ იკითხა ნაილმა და ცნობისმოყვარეობით გაჟღენთილი თვალები უგონოდ მყოფ ლიდიას მიაპყრო.

- ახლა ამის დრო არ არის ნაილ! ზეინმა სწრაფადვე ჩამოიშორა მეგობარი გზიდან და ლორენის კარავსაც მიუახლოვდა.

- ზეინ, რა დაემართა?! ლორენი მაშინვე ფეხზე წამოდგა და ახლად შემოსულ წყვილს მიუახლოვდა. ზეინმა მაშინვე ყველაფერი მოუყვა ლორენს, ლორენმაც არ დააყოვნა და გოგონას მიუბრუნდა.

დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя