ეველინსა და ზეინს ნაყენი გადავაწოდე, შემდეგ კი ჭიქა მეც მოვიმარჯვე ხელში და მისი დალევა დავიწყე.
- საშინელი გემო აქვს. თქვა ეველინმა და სახე დამანჭა.
- რას ვიზამთ, თუ გინდა, რომ მალე გამოჯანმრთელდე ბოლომდე უნდა დალიო. მხრები ავიჩეჩე და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე გადავდე.
- მე მომწონს. ზეინმა სწრაფად გამოცალა ჭიქა და ჩემს ჭიქას მიუდო გვერდით. გამეღიმა, ეველინმა კი კიდევ ერთხელ დამანჭა სახე და სასმელი ჩაცალა.
- კარგი, ახლა ჯობს დავიძინოთ, ხვალ საშინლად დამღლელი დღე გველის. თქვა ზეინმა და ფეხზე წამოდგა.
- საწოლი ერთია, რა საკვირველია სამივე მასზე ვერ მოვთავსდებით. შესაბამისად თუ ზეინი წინააღმდეგი არ იქნება, საწოლზე შენ დაიძინებ ეველინ. ჯერ ზეინს გავხედე, შემდეგ კი ეველინს.
- არა, საწოლზე შენ დაწექი, წვიმის დროს მცენარეების მოსატანად წახვედი ტყეში, შემდეგ ნაყენი გამიმზადე.. უმჯობესია, თუ საწოლზე შენ დაიძინებ.
- საშინლად გაციებული, რომ არ იყო და იმის საშიშროება არ იყოს, რომ ფილტვების ანთებას აიკიდებ, კი ბატონო დავწვებოდი, თუმცა ახლა უმჯობესია, თუ მასზე შენ დაიძინებ. თანაც ახლა, რომ იატაკზე დაწვე, მინიმუმ 2 კვირა გაციებულს საწოლში ყოფნა მოგიწევს. ეველინი აღარ შემწინააღმდეგებია. საწოლის ქვეშიდან საჭირო ნივთები გამოვიღე და ჩემთვის და ზეინისთვის ერთგავრი საწოლები დაბლა გავფინე.
***
- ჰეი, ძილისგუდებო! ზეინის ხმამ გამომაფხიზლა და მეც თვალის გაუხილებლად მივუგე.- მჰჰ, უკვე გათენდა?
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კი. ახლა კი ადეგით და გაემზადეთ, ბანაკი გველის!
- თვალები გავახილე და ოდნავ შევიშმუშნე, შემდეგ კი წამოვდექი და ჯერ კიდევ მძინარე ეველინისაკენ წავედი.
- ჰეი, ეველინ.. ოდნავ შევარხიე, თუმცა პასუხად ვერანაირი მოქმედება ვერ მივიღე.
ВЫ ЧИТАЕТЕ
დაუმორჩილებელი (დასრულებული)
Fanfictionნეპედი - მივიწყებული სოფელი, რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით ქალაქებშია დასახლებული. თუმცა, ადრე ამ სოფელშიც იყო სიცოცხლის ნიშან-წყალი, თუ კი შეგვეძლო ასე გვეწოდებინა. აქ ერთი კანონი იყო: გკლავდნენ, თუ კი იყავი წითური, რადგან თვლიდნენ, რომ შენი თმის...