მეცამეტე

189 18 2
                                    

- ლიდია! ნაცნობმა ხმამ გამოფხიზლება მაიძულა.

თვალის გახელის თანავე წინ ზეინი დამხვდა, თმები აბურდვოდა და შეშინებული თვალებით მიყურებდა.

- ზეინ! წამოვიძახე და მაშინვე მოვეხვიე. პიტნის სურნელისა და თბილი სხეულის შეგრძნებამ რეალობაში დამაბრუნდა და დამარწმუნა, რომ ზეინი ისევე ჩემთან იყო. - არაფერი მოგსვლია! წამით უფრო მჭიდროდ მოვხვიე ხელები, შემდეგ კი გამოვშორდი და თავი ხელებში ჩავირგე.

თავი საშინლად მტკიოდა, თითქოს მასსში ვიღაც ჩასახლებულიყო და მსჯიდა, იმის გამო, რომ გუშინ საშინლად დავთვერი. სახე დავმანჭე და ხელები საფერთქელზე მივიჭირე.

- გუშინ ბევრი დალიე. ნერვულად ჩაიცინა ზეინმა და თმა აიბურდა.

- აღარასდროს დავლევ. ამოვიბურტყუნე და ისევ ბალიშზე დავდე თავი. - საერთოდ არაფერი მახსოვს. თვალები გამიფართოვდა, ისევე წამოვჯექი და ზეინს გავხედე. - ჩემს კარავში რატომ არ ვარ?! თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და საკუთარ თავს გუშინდელის გახსენება ვაიძულე.

- არაფერი გახსოვს? მკითხა ზეინმა.

- არაფერი. ამოვილაპარაკე და კიდევ ერთხელ ვცადე გახსენება.

- ეს გამომართვი, თავის ტკივილს შეგიჩერებს. ზეინმა პატარა ყუთიდან წამალი ამოიღო და წყლით სავსე ჭიქასთან ერთად გამომიწოდა.

- გმადლობ. წამალი დავლიე და ჭიქა ზეინს გადავაწოდე.

- თავს ძალას ნუ დაატან, ადრე თუ გვიან მაინც გაგახსენდება. მხრები აიჩეჩა და კარვიდან გასვლას აპირებდა, როდესაც შარლოტა გადაეღობა წინ.

- დილამშვიდობის ზეინ, ლიდია ხომ არ.. შარლოტამ ლაპარაკი დაიწყო, ხოლო რა დროსაც მე დამინახა ზეინს მზერა მოაშორა და მე გამომხედა.

- ლიდია საყვარელო, ლინს სურს შენთან ლაპარაკი. ანერვიულებული და სევდიანი ჩანდა.

დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя