დღეს 18 წლის გავხდი, რაც ნიშნავს იმას, რომ სოფლის გამგებლებს სრული უფლება აქვთ სახლში შემომეჭრან და ჩემი თავი ღმერთს შესწირონ მზის ჩუქებისათვის. თუმცა ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. არც გამგებლებმა, არც ჯალათებმა და არც უბრალო ხალხმა არ იციან, რომ მე იმ ადამიანების შვილი ვარ, ვინც 11 წლის წინ მოკლეს და მეც ასეთივე წითური თმა მაქვს. მას შემდეგ რაც მშობლები მომიკლეს თავი ქურდობით გამაქვს. სოფელში არც თუ ისე ცოტა შეძლებულია, შესაბამისად ღამით, მათ სახლში ვიჭრები და ვპარავ ისეთ ნივთებს რაც არ სჭირდებათ, ან საჭიროების შემთხვევაში უამრავი ასეთი ნივთის შეძენა შეუძლიათ. გათენებისას მოპარული ნივთები ბაზარზე გამაქვს და საკმაო ფულსაც ვიღებ საარსებოდ. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ნივთებს პარავ, რადგან მათთვის ისინი საკმაოდ უმნიშვნელოა. ერთი კვირის სამყოფი ფული გუშინ გამომელია, როდესაც მოხუცი კაცისაგან საჭირო ტანისამოსი შევიძინე, შესაბამისად დღეს ღამით ისევ მომიწევს ქურდობა. ჩემი დროებითი საცხოვრებელი ადგილი არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. იატაკი ალაგ-ალაგ აყრილი იყო და დიდი დაკვირვება გმართებდა, რომ რომელიმეში უეცრად ფეხი არ ჩაგვარდნოდა. ოთახის კუთხეში, ძველი დახეული ლეიბი ეგდო, ზედ კი ასეთივე ძველი ბალიში და თხელი გადასაფარებელი ელაგა. ტანსაცმელი გადავიცვი და გარეთ გამოვედი, საშინელი ყინვის გამო ცეცხლის დანთება მომიწია. საშინელ შეგრძნებას მიტოვებდა აგიზგიზებული ცეცხლი, თითქოს მეუბნებოდა, რომ საბოლოოდ მეც მასში ჩავიფერფლებოდი და მშობლების ბედს გავიზიარებდი. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, თავსაბური მჭიდროდ შევიკარი და ქოხს გამოვცილდი. მინდოდა ნავსადგურზე წავსულიყავი და ზღვის ტალღებში თავისუფლად მყოფი ნავებისათვის მეყურებინა. დღეს ხალხი, მზის ამოსვლას ხარობდა, ამიტომაც სოფლის ცენტრში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. გულის რევის შეგრძნება მეუფლებოდა, როდესაც ვუყურებდი, როგორი სიხარულით ელოდა ხალხი მსხვერპლის მოყვანას და მის სიკვდილს მზის გამოჩენის გამო. ჩემი მშობლების ამბავი გამახსენდა და გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. განწირული კივილი, მათი ცეცხლში შეგდების სცენა, უამრავი მომღიმარი სახე.. ხელები მოვმუშტე და ჩემს თავს დამშვიდებისაკენ მოვუწოდე. უნდა გავშორებოდი ამ სანახაობას, როდესაც ლურჯხალათიან ჯალათებთან ერთად ჩემი ასაკის მომღიმარი გოგონა დავინახე. დავიბენი, მისი ღიმილის გამო, თავაწეული იდგა და იღიმოდა, იშვიათად გახედავდა ჯალათებს ცივი, დამცინავი მზერით და ისევ საწყისს მდგომარეობას უბრუნდებოდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მაინც შევამჩნიე ის ტკივილი, რასაც ის განიცდიდა. როგორც შვიდი წლის ასაკში, ახლაც ხელის კვრით ჩამოვიშორე გზიდან ხალხი და უამრავი ბილწი სიტყვაც დავიმსახურე. გოგონასკენ მივიწევდი და ერთადერთი რაც მსურდა, მისი გადარჩენა იყო. არც კი ვიცი როგორ გავაკეთებდი ამას, თუმცა ის უნდა გადამერჩინა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
დაუმორჩილებელი (დასრულებული)
Fanfictionნეპედი - მივიწყებული სოფელი, რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით ქალაქებშია დასახლებული. თუმცა, ადრე ამ სოფელშიც იყო სიცოცხლის ნიშან-წყალი, თუ კი შეგვეძლო ასე გვეწოდებინა. აქ ერთი კანონი იყო: გკლავდნენ, თუ კი იყავი წითური, რადგან თვლიდნენ, რომ შენი თმის...