ეპილოგი

309 20 15
                                    

- ესეიგი მართალია არა? მწარედ ჩაიცინა ზეინმა და ლიამს გახედა. - შენც მათნაირი იყავი. რაში დაგჭირდა ეს ყველაფერი? გგონია ისინი რაიმე კარგს აკეთებენ? პატარაობაში, სწორედ მათ გამო დავკარგე ოჯახი ლიამ. ზეინს უფრო მეტად უწითლდებოდა თვალები და ძარღვებიც ეჭიმებოდა.

- ბავშვობაში, მათ გამო ოჯახი დავკარგე, შენ კი გვერდით მედექი. ჩემს გვერდით იყავი და მპირდებოდი, რომ მათნაირები არ გავიზრდებოდით. პირობის შესრულება ასე გაგიჭირდა? ამდენად სუსტი აღმოჩნდი ლიამ? ისევ მწარედ ჩაიცინა ზეინმა.

ლურჯხალათიანები ნაილსა და დანარჩენებს ეწინააღმდეგებოდნენ.

ისინი უკვე ბრძოლაში ჩართულიყვნენ და არაფერს ზოგავდნენ, რომ გამარჯვება მათ მხარეს ყოფილიყო.

რადგან ეს ყველაფერი ტბასთან ახლოს ხდებოდა. რამოდენიმე ლურჯხალათიანი უკვე წყალში იმყოფებოდა და ამოსვლას ლამობდა.

ზეინის მკლავს ჩავჭიდებოდი და იარაღ მომარჯვებულ ლიამს მივშტერებოდი.

გული ჯერ კიდევ ცუდს მიგრძნობდა და ეს შეგრძნება ყოველ ჯერზე უფრო მეტად იმატებდა.

- საკმარისია! წამოიძახა ლიამმა და ჩვენსკენ მომართული იარაღი მაღლა ასწია, შემდეგ კი წამებში გაისმა იარაღის ხმა.

თვალები მძიმედ დავაჭირე ერთმანეთს და ხელები მჭიდროდ მივიფარე ყურებზე.

- ზეინ.. ათრთოლებული ხმით ჩავილაპარაკე და უფრო მეტად ავეკარი.

- მათთან წადი! ხელით მიბიძგა ზეინმა და მის სხეულს მომაშორა.

- რ..რა? გაკვირვებულმა ავხედე.

- გითხარი წადი მეთქი. ხმამაღლა დაიძახა და ლიამს შეეჭიდა.

- ზეინ! წამოვიყვირე.

- ლიდია დანარჩენებთან წადი! ისევე ხმამაღლა გაიმეორა და წასვლა მაიძულა.

არვიცი როგორ მოახერხეს, თუმცა ნახევარი ლურჯხალათიანებიდან ძირს იწვა და ტკივილისგან ოხრავდა. თუმცა არც დანარჩენები იყვნენ კარგ დღეში. გოგონები და მათ შორის ეშლინიც უსაფრთხოდ იყვნენ, რასაც ბიჭებზე ვერ ვიტყოდი.

🎉 Вы закончили чтение დაუმორჩილებელი (დასრულებული) 🎉
დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя