- ს..სალამი ზეინ. ჯერ კიდევ აკანკალებული ხმით მიუგო ბენმა.
- ერთმანეთს რატომ ეხუტებოდით? ზეინმა მისკენ მიმწია და ხმადაბლა მკითხა.
სწრაფად ავხედე და წარბები შევკარი.
- ვერ ვხვდები ამას რატომ კითხულობ. გაკვირვებულმა მივუგე და ოდნავ მოვშორდი.
- უბრალოდ მაინტერესებს. მისკენ მიმწია და თითქმის ჩურჩულით მომიგო.
მისი სუნთქვა სახეზე მომხვდა და სუნთქვა შემეკრა.
წამით თვალები დავხუჭე, თუმცა სწრაფადვე გავახილე და მისგან ოდნავ ვცადე ჩამოშორება, მას ხელი წელზე მჭიდროდ მოეხვია და ჩემმა ქმედებამაც უშედეგოდ ჩაიარა.
წელზე მისი ცივი ხელის შეხება ყოველთვის იწვევდა ჟრუანტელს ჩემში.
- მამიკო! ხმის პატრონისაკენ გავიხედეთ და წინ ეშლინი დაგვხვდა. თვალებს იფშვნეტდა და ბენისაკენ სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა.
ზეინს ავხედე, ხელი შემიშვა და თავის დახსნის თანავე მისკენ წავედი.
- საყვარელო, რამე მოხდა? ბენმა ქალიშვილი გულში ჩაიკრა და თმაზე ნაზად გადაუსვა ხელი.
თოვლი უფრო და უფრო იმატებდა და არემარესაც თეთრად ღებავდა.
- დედიკო.. ამოისლუკუნა.
- დედიკო? იკითხა ბენმა და მაშინვე შეუშვა ქალიშვილს ხელები. - ლინ! წამოიძახა და კარავში სწრაფად შევიდა.
- დედიკოს რა სჭირს ეშლინ? ვკითხე და შუბლზე გადავუსვი ოდნავ ხელი.
- ის.. ის ახველებდა და.. კანკალებდა.. სლუკუნებდა და სიტყვებსაც ძლივს აბამდა ერთმანეთს. - დედიკოს რამე ხომ არ მოუვა? პატარა ხელები წელზე მომხვია და კიდევ ერთხელ ატირდა.
- ჩშშ პატარა პრინცესავ.. დედიკოს არაფერი მოუვა კარგი? წელზე მოვუსვი რამოდენიმეჯერ ხელი.
ზეინი ბენთან ერთად შესულიყო კარავში. თვალზე მომდგარი ცრემლი სწრაფად შევიმშრალე, რათა ეშლინს არ დაენახა და ფეხზე წამოვდექი.
ВЫ ЧИТАЕТЕ
დაუმორჩილებელი (დასრულებული)
Fanficნეპედი - მივიწყებული სოფელი, რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით ქალაქებშია დასახლებული. თუმცა, ადრე ამ სოფელშიც იყო სიცოცხლის ნიშან-წყალი, თუ კი შეგვეძლო ასე გვეწოდებინა. აქ ერთი კანონი იყო: გკლავდნენ, თუ კი იყავი წითური, რადგან თვლიდნენ, რომ შენი თმის...