მეთორმეტე

186 17 2
                                    

კარავში შევედით. ზეინთან ერთად პატარა კარავში, უფრო მეტად ჭირდა სუნთქვა. იქვე ჩამოვჯექი და ჩემს მოპირდაპირედ მჯდომ ზეინს გავხედე.

- ა..ახლავე მოგიმზადებ საწოლს. ჩაილაპარაკა ზეინმა და თმები ნერვულად აიჩეჩა.

- არ არის საჭირო. მკლავზე ჩავჭიდე ხელი და სულელივით ჩავიღიმე. ზეინი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.

დარწმუნებული ვარ, რომ არა სასმელი, ასე თამამად ზეინისთვის შეხედვასაც კი ვერ შევძლებდი.

ახლა კი, სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზეინს მივუახლოვდი და თითები თვალებზე გადავატარე.

- ეს თვალები.. ჩავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე. - საშინლად მომწონს. მათში მთელს სამყაროს ვხედავ ზეინ.

ისევ სულელივით ვიღიმოდი.

ახლა ხელი მის წვერს შევახე, ოდნავ დამჩხვლიტა, რაზეც ჩამეცინა.

- მომწონს შენი წვერი, მიუხედავად, იმისა, რომ ოდნავ მჩხვლეტენ.

- ლიდია.. ჩაილაპარაკა ზეინმა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. - ამას, რატომ შვრები? მისი გულისცემა მესმოდა და მეც მაფორიაქებდა.

მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე და გავაგრძელე ის რასაც ვაკეთებდი.

თითები ტუჩებზე გადავატარე, ისევ პეპლებმა დაისადგურეს ორგანიზმში კუთვნილი ადგილი და ენით აუწერელი გრძნობა დამიტოვეს.

- არ მომწონს, თუ როგორ მბოჭავენ მათგან ამომავალი სიტყვები. რატომ ხდება ასე? რატომ მეკარგება მოქმედების უნარი, როდესაც მელაპარაკებიან? კიდევ ერთხელ გადავატარე თითები. ზეინი გაკვირვებული მიყურებდა და ღრმად სუნთქავდა.

- პასუხი არც შენ გაქვს არა? ჩავიღიმე და თითები მოვაშორე.

- ახლა შენი ჯერია ზეინ. ხელები მუხლებზე დავილაგე და მზერა ზეინს მივაპყარი.

თავიდან არაფერი უპასუხია, თითქოს ვერ ხვდებოდა რას ვგულისხმობდი. საბოლოოდ მანაც ჩაიღიმა და უფრო მეტად მომიახლოვდა, ვიდრე აქამდე.

დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя