მესამე

358 33 2
                                    

დიდხნიანი სირბილის შემდეგ, ერთ-ერთი ქუჩის ბოლოს პატარა ქოხი აღმოვაჩინეთ.

- ცოტახნით აქ შევჩერდეთ, ხოლო როგორც კი წვიმა გადაიღებს დაუმორჩილებელთა ბანაკებისაკენ გავიკვლევთ გზას. კარი ჭრიალით გაიღო და ჩვენც შიგნით შევედით. ფანჯრები ფიცრებით იყო ამოლუქული, ჭერში ფიცრები ალაგ-ალაგ ამოვარდნილიყო, ავეჯის სახით კი სახლში მხოლოდ ერთი საწოლი და ძველებური ბუხარი იდგა. საბედნიეროდ გარეთ ცოტაოდენი შეშაც იყო. ქოხის ყოველი კუთხის მოთვალიერების შედეგად ჭურჭელიც აღმოვაჩინე.  რამოდენიმე ჯამი ისეთ ადგილებში ჩავდგი, საიდანაც წვიმა სახლში აღწევდა, შემდეგ კი ბუხართან ჩამოვჯექი.

- დაუმორჩილებელთა ბანაკები სად მდებარეობს ან რას წარმოადგენს? ვიკითხე დაინტერესებულმა და ჩაიდანი ბუხრიდან გადმოვდგი.

- შუაგულ ტყეში კარვებია გაწყობილი სადაც თქვენნაირები აფარებენ თავს. ისინი ვინც კანონს გაურბიან, დაუმორჩილებლებს უწოდებენ, თუმცა მათი ადგილსამყოფელი მხოლოდ ერთეულებმა იციან. ეს კარვები დიდი ხნის შედეგად აღმოვაჩინე, შემდეგ კი ყოველ კვირას საკვები და საჭირო ნივთები მიმქონდა მათთან.  ჩაი ჭიქებში გადავანაწილე და ზეინსა და ეველინს გავუწოდე. ეველინი ბუხართან ჩამომჯდარიყო და მიუხედავად სითბოსა მაინც საშინლად კანკალებდა.

- ეველინ, კარგად ხარ? სახეზე ფერი არ გადევს. ვუთხარი წარბშეკრულმა და ხელი შუბლზე მივადე.

- კარგად ვარ.. ჩაიღიმა და გადაბმულად რამოდენიმეჯერ დააცემინა.

- ცხელი ხარ. ამოვიოხრე. - სამკურნალო მცენარეები მჭირდება და მალევე გამოგაკეთებ.  ზეინმა საწოლზე დაფენილი საბანი ეველინს შემოახვია, სველი გადასაფარებელი კი ბუხართან გადაკიდა გასამშრალებლად.

- ჰეი, საით? იკითხა ზეინმა და მეც კართან შევჩერდი.

- სამკურნალო მცენარეები უნდა ვიპოვო, ნაყენს დავამზადებ, წამში გამოაკეთებს.

დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя